FM97.5 / LIVE

საარჩევნო კომისიების შენობებში გადაადგილების რეგულაციები დაწესდა

მთავარისიახლე, არჩევნები 02.09.2020
ცესკომ საარჩევნო კომისიების კუთვნილ შენობებში შესვლისა და გამოსვლის, ასევე ყოფნისა და გადაადგილების რეგულაციები განსაზღვრა. ცესკოს დადგენილება კენჭისყრის დღეს არ შეეხება.

საარჩევნო კომისიების შენობებში გადაადგილების რეგულაციები დაწესდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება საარჩევნო კომისიების შენობებში გადაადგილებასთან დაკავშირებით 1-ელ სექტემბერს გამოიცა. დოკუმენტის მიხედვით, განისაზღვრა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.
კერძოდ:

ა) შენობის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი. ცხელების – 37°С ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირი ვალდებულია საჩივრის განხილვაზე პირის დაბარებისას, საჩივრის ავტორს მოსთხოვოს რომ იგი ვალდებულია გადაიმოწმოს ტემპერატურა და ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში იგი უფლებამოსილია უზრუნველყოს მისივე წერილობითი განცხადების საფუძველზე მისი ჩამნაცვლებელი პირის წარმოდგენა, აღნიშნულის თაობაზე მხარის ტექნიკური საშუალებით დაბარების აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

გ) ცხელების დაფიქსირების შემთხვევების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს სპეციალური ჟურნალში, რომლის ფორმა მტკიცდება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით;

დ) თერმოსკრინინგს და სპეციალური ჟურნალის წარმოებას უზრუნველყოფს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი პირი;

ე) საარჩევნო კომისიების შენობებში სამუშაო მაგიდებისა და სხვა ინვენტარის ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;

ვ) საარჩევნო კომისიის შენობებში უნდა განთავსდეს ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;

ზ) პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიის შენობების ბუნებრივი ვენტილაცია.

ამავე დოკუმეტის მიხედვით, სავალდებულოა პირბადის გამოყენება:

ა) საარჩევნო კომისიების შენობების ლიფტებში;

ბ) საარჩევნო კომისიების შენობების მისაღებებში;

გ) საარჩევნო კომისიებში შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
დ) საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებისას;

ე) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” უფლებამოსილი პირის მიერ ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას.

აღნიშნული დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა/გამოსვლაზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა წესები უნდა დავიცვათ 31 ოქტომბერს საარჩვენო უბანზე
სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები სპეცჯგუფებისთვის - ცესკო
საუბნო საარჩევნო კომისიების  კონკურსანტებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
საუბნო საარჩევნო კომისიებში შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს
ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა