FM97.5 / LIVE

‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2020
ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარის გახსნის საზეიმო ცერემონია დასრულდა. ტაძარში მისულ მთავრობის წარმომადგენლებმა საზოგადოებას, მხოლოდ მაშინ მიმართეს, როდესაც ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, მათ, თხოვნით მიმართა და ამბიონზე მიიწვია.

117304223_924253478075554_8339350152231936294_n

საზეიმო წირვა–ლოცვა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობა 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს ცხრა აგვისტოს კი საზეიმოდ გაიხსნა.

„ახალციხეში ნამდვილად განსაკუთრებული დღეა, იკურთხა წმინდა შალვა ახალციხელის ტაძარი, ბევრ ქალაქს არ აქვს ეს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს და წმინდა საკათედრო ტაძარი ჰქონდეს. ასე, რომ მადლობა თქვენ ახალციხელებო, მადლობა თითოეულ თქვენთაგანს“,– თქვა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

სასულიერო პირის განცხადებით, ტაძრის მშენებლობა ახალციხის მკვიდრის, ვასილ ივანიძის ინიციატივით დაიწყო: „როცა ეს ადგილი ვნახეთ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ აეშენებინა ტაძარი და მართლაც მშვენიერი გამოვიდა, თავად ვერ მოესწრო ტაძრის დასრულებას, მაგრამ მისი სული ახლა ხარობს. მადლობა მას და მის ოჯახს“.

ტაძარში შეკრებილებს, მიტროპოლიტის თხოვნის შემდეგ, პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ მიმართეს.

„ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს მეომრებს. რა თქმა უნდა,აქ გვახსენდება აგვისტო და გადატანილი მძიმე დღეები. მინდა, თითოეულ ახალციხელს გისურვოთ მშვიდობა, წინსვლა, გისურვოთ, რომ მსგავსი ტაძრები სულ უფრო და უფრო მეტი შენდებოდეს ჩვენს ქვეყანაში“,– თქვა პრემიერ–მინისტრმა.

„მე იმედი მაქვს, რომ ეს ტაძარი მოემსახურება, როგორც სხვა ყველა ტაძარი სულიერების განმტკიცების საქმეს. ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის გაერთიანებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, მიგვიყვანს უფრო ახლოს ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან და შეგვაძლებინებს მეტი სიკეთე გავაკეთოთ ერთმანეთისთვის“,– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მრევლს, პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ მიმართა და უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევა და მილოცვა გადასცა.

წირვის დასრულების შემდეგ მრევლისთვის და სტუმრებისთვის ტაძრის ეზოში ტრაპეზი გაიმართა.

117293027_2630512103944457_3573783993589120693_n

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება
საქართველოს პატრიარქი მესხეთს სტუმრობს
საბარგო სადგურის დასახლებაში ტაძრის საძირკველი აკურთხეს
შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა [Photo]
ასპინძაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხეს [ფოტო]
'ახალციხელობის' აღნიშვნა წირვით დაიწყო
ილია მეორემ შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარი მოილოცა [Photo]