FM97.5 / LIVE

ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.08.2020
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც მარტში პანდემიის გამო დაიკეტა, ვიზიტორებისთვის ჯერ კიდევ არ გახსნილა. ექვსთვიან პერიოდში მუზეუმმა 6 000 ლარამდე ზარალი ნახა.

ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

მუზეუმი 2020 წლის 8 მარტს დაიხურა. აქ აცხადებენ, რომ ამ პერიოდში 5 000 ვიზიტორი დაკარგეს:

„ჯერ–ჯერობით არ გავხსნილვართ. ამ ეტაპზე, ვერ ვაკმაყოფილებთ უსაფრთხიების ზომებს, არ გვაქვს შესაბამის თანხები. ველოდებით, რომ სააგენტომ შეგვიძინოს დეზობარიერები და მსგავსი საჭირო ნივთები, რომლებიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სხვა მუზეუმებიდან შემოსული თანხებით უნდა შეგვიძინონ საჭირო ინვენტარი“,– ამბობს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზუმის დირექტორი თინათინ მამასტარაშვილი.

მისივე თქმით, ექვსი თვის განმავლობაში საკმაოდ დიდი ზარალი ნახეს: „ახლა სეზონია ბორჯომში, წინა წელს რომ შევადაროთ, ამ თვეების განმავლობაში 5 000 ვიზიტორი უნდა გვწვეოდა, შეიძლება მეტიც. ზარალიც დაახლოებით 6 000 ლარამდეა, რომელიც საკამოდ დიდია ჩვენთვის. ზუსტად არ ვიცით როდის გავიხსნებით. სავარაუდოდ, 20 აგვისტოსთვის“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ მუზეუმისთვის საჭირო ინვენტარი უკვე შეიძინეს და უახლოეს პერიოდში დამთვალიერებლების შესვლაც შესაძლებელი იქნება.

“წესით, ხვალ ჩავა ჯგუფი ბორჯომი სწორედ იმ რეგულაციების მოსამზადებლად, რომლებიც საჭიროა კორონავირუსის დროს. ყველა ინვენტარი ჩამოაქვთ ჩვენი ჯგუფის წევრებს, როგორც კი მოაწესრიგებენ, უახლოეს დღეებში გაიხსნება“,– ამბობს ანთიძე.

ქვეყნის მასშტაბით მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები 2020 წლის 20 ივნისიდან გაიხსნა.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო
როდის გაიხსნება ვიზიტორებისთვის სამცხე–ჯავახეთში არსებული მუზეუმ–ნაკრძალები
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დროებით დაიხურა
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა დამთვალიერებლების მიღება განაახლა
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ვარძია და სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი გაიხსნა
სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო