FM97.5 / LIVE

ზარზმის მონასტრის წინამძღვარი: მინარეთის დაბრუნებით სახელმწიფომ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
ზარზმის მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზ გეწაძე ამბობს, რომ ჭელაში მინარეთის დადგმით სახელმწიფომ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა და იგი უთანაგრძნობს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც წუხან იმის გამო, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ.

ზარზმის მონასტრის წინამძღვარი: მინარეთის დაბრუნებით სახელმწიფომ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა
მამა ნიკოლოზ გეწაძე ამბობს, რომ ადიგენის სოფლებში ქრისტიანები გაცილებით მეტად იჩაგრებიან, ვიდრე მუსლიმები. ისინი დაშინებული არიან და ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ დღეს, 28 ნოემბერს, მინარეთის აღმართვიდან მეორე დღეს, ადგილობრივი ქრისტიანები მეჩეთთან არ ჩანან.

"როცა აქ მინარეთის დემონტაჟი მოხდა და აჭარლები დააკავეს, მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა, მაგრამ მინიმალური ჯარიმებით გაათავისუფლეს და არცერთი სათანადოდ არ დაისაჯა. ერთი რაჭველი მითხარით მინიმალურ დანაშაულზე, რომელმაც პასუხი სათანადოდ არ აგო", - ამბობს იგი და ამატებს, რომ ამ ადამიანებს მთავრობა უფრთხილდება,- "გადახედეთ რაჭველებისა და აჭარლების ცხოვრებას და მიხვდებით რა არის მათში სხვაობა. აჭარელს მთელი ტყე რომ გამოეტანა და რაჭველს ერთი ფიჩხი, პასუხი მხოლოდ რაჭველს მოეთხოვებოდა".

ზარზმის წინამძღვრის თქმით, ქრისტიანები ჭელაში მართლმადიდებლურ ტაძარს აშენებენ და მასალის შეგროვება გაუჭირდათ: "სახურავის გადასახურად ათი მორი გვჭირდებოდა. ადგილობრივი სატყეო სამმართველოს უფროსი აჭარელია, შესაბამისად, მან თავიდან აირიდა. საბოლოოდ, ათი მორი ვითხოვეთ და გადახურვის შემდეგ უკან უნდა დავაბრუნოთ. ეს სამარცხვინოა მაშინ, როცა ადიგენის რაიონიდან მთელი მასალაა გაზიდული. როცა ადამიანის უფლებებზე მიდის ლაპარაკი და ვამბობთ, რომ პატივს ვცემთ მათ უფლებებს, მინდა მოკრძალებული კითხვა დავსვა: სად არის დემოკრატია".

მისივე თქმით, როცა ჭელაში მინარეთი დაიდგა, მეუფის კეთილი ნება იყო, რომ ამას მკვეთრი რეაქცია არ მოჰყვა.

"სახელმწიფომ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა. რადგან საკრებულომ დაადგინა და ამის აღმათვა სამართლებრივად მოხდა, ხელში რაღაცეების აღებას, მათ დევნას და მოწოდებების გაკეთებას არ ვაპირებთ. პროტესტი დღევანდელი დღით არ დასრულდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პროტესტი. მე ვიცი, რომ სახელმწიფოს მაღალჩინოსნები თავადაც წუხან ამის გამო, მე ვუთანაგრძნობ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ", - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, მინარეთის დაბრუნების გამო, 28 ნოემბერს დილიდან ჭელაში სასულიერო პირები შეიკრიბნენ და საპროტესტო პარაკლისი გადაიხადეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელაში ქრისტიანები შეიკრიბნენ [Photo]
ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან
ჭელაში მცხოვრები ქრისტიანები მინარეთზე საუბარს ერიდებიან
ჭელაში შეკრებილი ქრისტიანები დაიშალნენ და რეფერენდუმისთვის იწყებენ მზადებას
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
სასულიერო პირების ნაწილმა სოფელი ჭელა დატოვა