FM97.5 / LIVE

უმრავლესობის აზრით, საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირთან ურთიერთობით - NDI

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.07.2020
კითხვაზე ევროკავშირი და ნატო უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საქრთველოს თუ რუსეთი, გამოკითხულთა უმრავლესობა ნატო/ევროკავშირის მომხრეა.

უმრავლესობის აზრით, საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირთან ურთიერთობით - NDI

18-34 წლამდე გამოკითხულთ 66% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით).

ამავე ასაკის ადამიანების 7% კი მიიჩნევს, რომ საქრთველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპუილ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ევროკავშირის მიმართ მათი დამოკიდებულებები არ შეცვალა.

კვლევაში გამოყენებული ციტატები ასეთია:

“ევროკავშირმა, რომელმაც ქმედითი დახმარების ნაბიჯი ვერ გადადგა იტალიისა და ესპანეთის მიმართ, ძალიან გთხოვთ, „რუსეთუმეობაში“ არ ჩამითვალოთ, და რუსეთმა უფრო პირველმა გადადგა იტალიის დასახმარებლად ნაბიჯი. ცოტა გაუარესდა კი არა, მკვეთრად გაუარესდა ჩემი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ”, - ქალი, თვითდასაქმებული, თბილისი.

“როგორ აზრზეც ვიყავი, ისევ ისეთ აზრზე ვარ. დადებითად ვარ განწყობილი ევროკავშირის მიმართ. საკმაოდ კარგი გაერთიანებაა. გვეხმარება კიდევაც შეძლებისდაგვარად.“ ქალი, 22 წლის, დასაქმებული, მარნეული.

“მე დადებითი დამოკიდებულება მქონდა ევროკავშირის მიმართ და არ შემცვლია. რაც შეეხება გავრცელებას [...] აქ ისიც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ტურისტულად მეტად ინტერაქტიური ზონაა ევროკავშირი და ძალიან ბევრი ტურისტი ჰყავს, ნუ საზღვრების სიდიდეც და ალბათ ეს ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ევროკავშირის „უსუსურობაზე“ ვლაპარაკობთ.“ კაცი, 20 წლის, დასაქმებული, ზუგდიდი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ
ახალციხეში გამოკითხულთა თითქმის მესამედი პრორუსული კურსის მომხრეა –  NDI
განწყობა ევროკავშირის, NGO-ებისა და ბიზნესკომპანიების მიმართ – კვლევის შედეგები
NDI:  ახალციხელთა 75%-ისთვის მისაღებია მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი
NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის
გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ 2014 წლის შემდეგ ახალციხეში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა
სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა