FM97.5 / LIVE

‘წუნდამ’ უშიკიშვილის გადაცემაში იმღერა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.07.2020
ასპინძის ფოლკლორულმა ანსამბლმა “წუნდამ“ გიორგი უშიკიშვილის გადაცემაში მონაწილეობაზე ჯერ მოუმზადებლობის მიზეზით უარი თქვა, რამდენიმე საათში კი დათანხმდა და ჩაეწერა.

‘წუნდამ’ უშიკიშვილის გადაცემაში იმღერა

როგორც ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც ასპინძის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და გადაცემა „ჩვენებური ევროპის“ პროდიუსერების დაპირისპირებით მედია დაინტერესდა, გადაცემა ჩაწერეს:

„მას შემდეგ რაც დაპირისპირება მოხდა და ჩვენი პრობლემის შესახებ ადგილობრივმა და ცენტრალურმა მედიამ შეიტყო, თავად დაგვიკავშირდნენ ასპინძის კულტურის სამსახურიდან და გვითხრეს რომ ანსამბლს შეუძლია შემხვდეს და იმღეროს. მიუხედავათ ჩემი შეურაცხყოფისა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემ მომღერლებს და ბუნებრივია მივედი ჩასაწერად“, - ამბობს გიორგი უშიკიშვილი.

ანსამბლ წუნდას ხელმძღვანელი ბექა ზედგინიძე ადასტურებს, რომ უარის თქმიდან რამდენიმე საათში გადაცემაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს. კითხვაზე იყო თუ არა ეს დრო საკმარისი რომ მომზადებულიყვნენ, ამბობს, რომ საკმარისი იყო:„რეპეტიცია ჩავატარეთ და ჩავეწერეთ. ახალი ბიჭები დაგვემატნენ და რამდენიმე ადამიანი არ იყო, ვინც ვიყავით ის ჩავეწერეთ“.

20 ივლისს, გადაცემა „ჩვენებური ევროპის“ გადამღები ჯგუფი გიორგი უშიკიშვილთან ერთად ასპინძაში იმყოფებოდა. მათ ხერთვისის ციხეზე ანსამბლი „წუნდა“ უნდა ჩაეწერათ, თუმცა მოულოდნელად ანსამბლმა გადაცემაში მონაწილეობაზე მოუმზადებლობის გამო უარი თქვა. ეს გადაწყვეტილება კი გადაცემის პროდიუსერს ასპინძის მერის მოადგილემ, ლევან ბერიძემ განუცხადა. უშიკიშვილი ეჭვობდა, რომ ანსამბლის წევრები თვითმმართველობამ „დააშინა“ და ამის გამო მათ უარი თქვეს. როგორც იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავდა, ბერიძე მას აგრესიული ტონით ესაუბრა.

გადაცემა ასპინძის „წუნდას“ მონაწილეობით, მთავარ არხზე, 2 აგვისტოს გავა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ასეთი სტუმარ-მასპინძლობა სცოდნიათ ასპინძელ ჩინოვნიკებს’ - რატომ ვერ ჩაწერა გადაცემა გიორგი უშიკიშვილმა
კვირის აქცენტი: ახალციხის მერობის კანდიდატები [Video]
‘წუნდა’ –  ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]
გადაცემა გვირჩევს: ბავშვთა კვება [Video]
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტი დააზარალა
კვირის აქცენტი: ასპინძის მერობის კანდიდატები [Video]
გადაცემა ღია საუბარი: მამის როლი [Audio]