FM97.5 / LIVE

‘ასეთი სტუმარ-მასპინძლობა სცოდნიათ ასპინძელ ჩინოვნიკებს’ - რატომ ვერ ჩაწერა გადაცემა გიორგი უშიკიშვილმა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 20.07.2020
ასპინძის ფოლკლორული ანსამბლ „წუნდას“ ჩასაწერად ჩასულ გიორგი უშიკიშვილს ანსამბლის წევრებმა უარი უთხრეს. უშიკიშვილი ეჭვობს, რომ ისინი ადგილობრივმა თვითმმართველობამ „დააშინა“ და მასთან ურთიერთობა აუკრძალა. თავად მომღერლები ამბობენ, რომ ჩაწერისთვის მზად არ იყვნენ.

‘ასეთი სტუმარ-მასპინძლობა სცოდნიათ ასპინძელ ჩინოვნიკებს’ - რატომ ვერ ჩაწერა გადაცემა გიორგი უშიკიშვილმა

დღეს, 20 ივნისს, გიორგი უშიკიშვილმა და გადაცემა „ჩვენებური ევროპის“ სატელევიზიო ჯგუფმა დაგეგმილი გადაცემა, სადაც „წუნდას“ უნდა ემღერა, ვერ ჩაწერა. უშიკიშვილი ამბობს, რომ ანსამბლის ხელმძღვანელობა ჯერ ჩაწერაზე შეუთანხმდა, დანიშნულების ადგილზე, ხერთვისის ციხის ტერიტორიაზეც მივიდნენ, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის დავალებით თუ დაშინებით, მათ სიმღერაზე უარი თქვეს:

„ჩვენს პროდიუსერთან დარეკა ვინმე ლევან ბერიძემ, რომელიც ითხოვდა ჩვენი ჯგუფის სახელები და გვარები მიგვეწოდებინა - ითხოვდა პასუხს, რატომ არ არის შეთანხმებული ჩვენი მოძრაობა გუბერნატორთან ან ვიცე-გუბერნატორთან და ა.შ. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ფოლკლორული ანსამბლი, რომელიც ფაქტობრივად ჩაცმულები იყვნენ და გამზადებულები, გარკვეული დაშინების ფორმით სახლებში გააგზავნეს და ათქმევინეს ჩემთვის, რომ სიმღერა არ იციან, ვერ მღერიან“, - ამბობს უშიკიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

მისივე თქმით, ჩაწერა ხერთვისის ციხეზე უნდამომხდარიყო და ამის შესახებ ანსამბლის წევრები გაფრთხილებულები იყვნენ, თუმცა მათ აზრი მოულოდნელად შეიცვალეს:

„ასპინძელი ჩინოვნიკები პრობლემას ხედავენ იმაში, რომ ჩვენ უნდა გადავიღოთ მათ დაფინანსებაში არსებული ანსამბლები, ამიტომ ეს ანსამბლები დააშინეს, რომ ჩვენთან ურთიერთობა არ ჰქონოდათ. ეს ადამიანები აქ იყვნენ, ჩაცმულები იყვნენ ფაქტობრივად და სახლებში გააგზავნეს. ამდენი წელია დავდივარ საქრთველოში ვიწერ ყველას და მე ასეთი რამე არსად შემხვედრია. ასეთი ტონით და აგრესიით საუბარი ჩემთან და ასეთი რამ, რომ თავად არ შეგიწყონ ხელი, მესხური სიმღერები, რომ ჩავწერო“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ბერიძე ადასტურებს, რომ გადაცემის პროდიუსერს ტელეფონით ნამდვილად ესაუბრა. ოღონდ იგი ანსამბლთან დაკავშირებას შეპირდა: „მათმა პროდიუსერმა დამირეკა ჩაწერა გვინდაო, მე ვუთხარი გაგირკვევთ და პასუხს გეტყვით-მეთქი, რომ დავურეკე, ანსამბლის წევრებმა მითხრეს კი, გვქონდა ჩვენ მოფიქრებული, რეპეტიციებს გავდიოდით, მაგრამ შევატყეთ, რომ ვერ ვიმღერებდითო და უარი განაცხადეს. რამდენიმე ხანში მოვემზადებით და ჩვენ თვითონ დავურეკავთ და ჩავეწერებითო“, - ირწმუნება ლევან ბერიძე.

მისივე თქმით, სხვა რაიმე პრობლემა უშიკიშვილის ჯგუფთან არ ჰქონია და არც ადგილობრივ თვითმმართველობასთან რაიმე შეთანხმება მოუთხოვია:

„რა შეთანხმება, რა სისულელეა, პოპულარიზაციას აკეთებენ ჩვენი კუთხისა, ჩვენი კულტურისა და მაგაზე ხელი როგორ უნდა შეუშალო ქართველმა ადამიანმა?!“, - კითხულობს ბერიძე.

გადაღებაზე უარის თქმის მიზეზად ანსამბლ წუნდას ხელმძღვანელი ბექა ზედგინიძე მოუმზადებლობას ასახელებს. მისი თქმით, უშიკიშვილის ჯგუფს ელოდებოდნენ, დღეს რეპეტიციაც გაიარეს, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ სიმღერა კარგად არ გამოსდიოდათ და უარი თქვეს: „რეპეტიცია ჩავატარეთ და გავუშვი, არ იყვნენ კარგად მომზადებულები. დღეს 2 საათზე უნდა მოსულიყვნენ ჩაწერაზე, ველოდეთ კულტურის სახლში, რომ არ მოვიდნენ წამოვედით. თუ კარგად მომზადებული არ იქნებიან ვერ ჩავწერდით. ციხეზე არ მივსულვართ“, - აამბობს ზედგინიძე.

გადაცემა „ჩვენებური ევროპა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაფინანსებით ტელეკომპანია „მთავარზე“ გადის: - „ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ძალიან დიდი ხანია ვაკეთებთ. ეს არის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია“, - ამბობს ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი.

‘ასეთი სტუმარ-მასპინძლობა სცოდნიათ ასპინძელ ჩინოვნიკებს’ - რატომ ვერ ჩაწერა გადაცემა გიორგი უშიკიშვილმა
ფოლკლორული ანსამბლი 'წუნდა'

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘წუნდამ’ უშიკიშვილის გადაცემაში იმღერა
‘წუნდა’ –  ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]
მესხური სიმღერები ფოლკლორული ანსამბლების შესახებ გამოცემისთვის შეარჩიეს
ანსამბლი ‘მესხეთი’ 70–წლიანი ისტორიით [Photo/Video]
ახალქალაქს ანსამბლი “გორდელა” ესტუმრა
ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლები კონცერტს მართავენ
ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლები კონცერტს მართავენ