FM97.5 / LIVE

"რენოს" მარკის სახანძრო მანქანა სამცხე–ჯავახეთს

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.07.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისისგან (US ODC), საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, "რენოს" მარკის სახანძრო მანქანა გადაეცა. ავტომანქანას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტი მიიღებს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მოემსახურება.

"რენოს" მარკის სახანძრო მანქანა სამცხე–ჯავახეთს

ავტომობილი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენება შესაძლებელია ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებისთვის.

ავტომობილის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი. ცერემონიას, ასევე, დაესწრნენ აშშ-ის ელჩის მოადგილე - კატრინ შულცი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე - სტეფანი ბიგლი და US ODC საქართველოს ოფისის უფროსი - ჯოზეფ ბილბოა.

სტუმრებმა ახალ სახანძრო მანქანასთან ერთად დაათვალიერეს „ტოიოტა ლენდ-კრუიზერის“ მარკის სპეციალიზებული ავტომობილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს US ODC-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 6 ერთეული მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე თვის წინ გადაეცა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა ექნება
საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ევროპული სახანძრო მანქანა დაემატება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა
საგანგებო: სახანძრო ტექნიკის განაწილებისას სამცხე–ჯავახეთი პრიორიტეტი იქნება
ბორჯომსა და აბასთუმანს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა
ბაკურიანში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობა გახსნეს