FM97.5 / LIVE

სოფელ კარტიკამში მესამე დღეა 54 წლის კაცს ეძებენ

მთავარისიახლე, შემთხვევა 16.07.2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში გრიშა ერანოსიანს მესამე დღეა ეძებენ, იგი სახლიდან 13 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

სოფელ კარტიკამში მესამე დღეა 54 წლის კაცს ეძებენ

სოფელ კარტიკამში მერის წარმომადგენელი შალიკო ელიზბარიანი ამბობს, რომ 54 წლის კაცი სახლიდან დაახლოებით 19:00–დან 20:00 საათამდე პერიოდში გავიდა. იგი ბოლოს ვიდეო კამერებმა ფარავნის ჰესთან დააფიქსირეს.

„სოფლის მოსახლეობა და პოლიცია ეძებს, მაგრამ ვერსად ნახეს“, – გვითხრა შალიკო ელიზბარიანმა.

დაკარგულის ძმისშვილი ამბობს, რომ გრიშა ერანოსიანმა სახლიდან გასვლისას დაიბარა, რომ სასეირნოდ გადიოდა.

„სახლიდან რომ გავიდა ძალიან ნორმალურ მდგომარეობაში იყო, თქვა სოფელში გავისეირნებ და მოვალო. ადგილობრივებისთვის უთქვამს, რომ სოფლის ხიდთან მივდივარო, მაგრამ ამ ხიდს გადაცილებულა და წასულა სოფელ კულიკამში. კულიკამის შემდგომ ახალქალაქის შესასვლელთან ბენზინ გასამართი სადგომის კამერებში ფიქსირდება, შემდგომ წასულა ახალციხის მიმართულებით, ფიქსირდება ფარავნის ჰესის კამერებში, ამის მერე კვალი ქრება. ასპინძის მიმართულებით არსებულ კამერებიდან არც ერთში არ ფიქსირდება“, – გვითხრა დაკარგული კაცის ძმისშვილმა შაჰენ ერანოსიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ გამოძიება სსკ–ის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

8 დღიანი ძებნის შემდეგ კარტიკამში დაკარგული კაცი იპოვეს
15 დღეა აწყურში დაკარგულ ქალს ეძებენ
მერვე დღეა  ახლობლები  40 წლის გემელი ნებაძეს ეძებენ
სოფელ წნისში დაკარგულ მამაკაცს მაშველები მეოთხე დღეა ეძებენ
'მუცელი ჰქონდა გაჭრილი, სისხლში ცურავდა'– ახალციხის საავადმყოფოში 84 წლის კაცი შეიყვანეს
ახალქალაქში სახლი გაქურდეს
აწყურში უსახლკარო მამაკაცი ქუჩაში გაიყინა