FM97.5 / LIVE

COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 15.07.2020
COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა (mRNA-1273) ამერიკულმა კომპანია "მოედერნამ" შექმნა, ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა. მესამე ეტაპით სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, შეუძლია თუ არა ვაქცინას კორონავირუსის პრევენცია და შეაჩერებს თუ არა პრეპარატი სიმპტომების გამოვლენას.

COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა

ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანია "მოედერნამ", პირველ ეტაპზე ცდა 45 ადამიანზე ჩაატარა და ვაქცინა ყველა მათგანისთვის უსაფრთხო გამოდგა და ორგანიზმმა COVID-19-ის წინააღმდეგ ანტისხეულები გამოიმუშავა.

ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ ანტისხეულების მაჩვენებელი მაღალი იყო იმ ადამიანებში, რომლებმაც ვაქცინის დიდი დოზა, ანუ 250 მიკროგრამი მიიღო, ხოლო ანტისხეულები შედარებით მცირე რაოდენობით გამოიყო იმ მოხალისეთა ორგანიზმში, რომლებმაც პირველი ფაზის დროს ვაქცინა მცირე დოზით მიიღეს.

მეორე ეტაპზე ვაქცინის კვლევისას გაირკვა, რომ "მოდერნას" მიერ შექმნილმა ვაქცინამ ორგანიზმში იმაზე მეტი ანტისხეული გამოყო, ვიდრე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში, რაც ნიშნავს, იმას რომ ვაქცინა ეფექტურია კოვიდ19-თან ბრძოლაში.

ამერიკელი სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის მესამე ეტაპი თვის ბოლოს, 27 ივლისს დაიწყება და 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროცესში მონაწილეობას 30 000 ადამიანი მიიღებს. მონაწილეები 15 000- 15 000 ჯგუფებად დაიყოფა, ნახევარ ჯგუფს 100 მიკროგრამის დოზა შეხვდება, მეორე ნახევარი კი პლაცებოს.

მესამე ეტაპით სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, შეუძლია თუ არა ვაქცინას (mRNA-1273) მოახდინოს ახალი კორონავირუსის პრევენცია და შეაჩერებს თუ არა პრეპარატი სიმპტომების გამოვლენას.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, კომპანია "მოდერნას" სპეციალისტების მიერ შექმნილი ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე 16 მარტს დაიწყო და დღეს ვაქცინა უპირობო ლიდერია მსოფლიოში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო
‘გრიპის ვაქცინის 210 000 დოზა შემოვა' - გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - 4 000 დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვაქვს
ჯანმო: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო
გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება - გახარია
‘გამოკითხულთა 46% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებოდა’- NDI
ექიმი გვირჩევს: რატომ უნდა ავცრათ პატარები [Video]