FM97.5 / LIVE

ბიძინა ივანიშვილი: 'მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ'

მთავარიპოლიტიკა 24.11.2013
ბიძინა ივანიშვილმა 24 ნოემბერს, პარტიის ყრილობაზე ოფიციალურად განაცხადა, რომ მან შეასრულა დანაპირები, საქართველო თავისუფალია მოძალადე რეჟიმისგან. ამიტომ, იგი პოლიტიკიდან მიდის და იქნება ერთ-ერთი აქტიური მოქალაქე, ვინც გააკონტროლებს ხელისუფლებას სამოქალაქო პოზიციებიდან.

ბიძინა ივანიშვილი: 'მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ'
24 ნოემბერს პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ორი წლის წინ მან მოახერხა და გააერთიანა პოლიტიკური სპექტრის საუკეთესო ნაწილი, ხელისუფლებაში მოიყვანა დემოკრატიული ძალები და ჩამოაყალიბა საუკეთესო გუნდი.

ასევე, მან შეასრულა დანაპირები - საქართველო თავისუფალია მოძალადე რეჟიმისგან, სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლებულია ხელისუფლების ზეწოლისაგან, საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ყველას ინტერესების დამცველი, მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება; საქართველოს ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელიც ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოსია; საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მთავრობასთან ერთად, ფეხზე დააყენებს ქვეყანას.

"ეს იყო ჩემი ამოცანა და მე ეს ამოცანა შევასრულე. ამიტომ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და პოლიტიკიდანაც მივდივარ.
დღეიდან მე თქვენ წინაშე ვდგავარ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ, როგორც ერთი ამ ქვეყნის მოქალაქე. მე მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ. და არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, მეტიც, იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ერთი ჯარისკაცი, შენი საზოგადოების რიგითი წევრი.

მე ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე, ვინც გააკონტროლებს ხელისუფლებას სწორედ სამოქალაქო პოზიციებიდან. დარწმუნებული ვარ, ჩემი საზოგადოებაში ყოფნა და აქტიური საქმიანობა მეტ სიკეთეს მოუტანს ჩემს ქვეყანას.

მე გაძლევთ სიტყვას, რომ სულ ცოტა ოცი წელი, მთელ ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას მოვახმარ ჩემი სამშობლოს ფეხზე დაყენებას. მხარს დავუჭერ ყველა ხელისუფლებას, რომელიც ხალხის სამსახურში იდგება, არავის დავამადლი რჩევებს და არც კრიტიკას მოვაკლებ ვინმეს, თუ ამას დაიმსახურებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილი: 'სადმე „სხვაგან“ კი არ მივდივარ, „აქვე“ ვრჩები'
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 24 ნოემბერს განაცხადებს
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
ბიძინა ივანიშვილი: 'პარტიას საიმედო ხელში ვტოვებ'
ბიძინა ივანიშვილმა ხალხს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
ბიძინა ივანიშვილი გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს