FM97.5 / LIVE

ბიძინა ივანიშვილი: 'პარტიას საიმედო ხელში ვტოვებ'

მთავარიპოლიტიკა 24.11.2013
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კი კახი კალაძე იქნება.

ბიძინა ივანიშვილი: 'პარტიას საიმედო ხელში ვტოვებ'
პარტიის ხელმძღვანელები ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 24 ნოემბერს, კოალიცია "ქართული ოცნების" ყრილობაზე დაასახელა.

ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გამოუცხადა თანაგუნდელებს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ პარტიის შექმნის ურთუეს პერიოდში მისი პირველი თანამოაზრე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

"მაშინ ირაკლიმ ბევრ განსაცდელს გაუძლო. ყველას გახსოვთ, როგორ დაუპატიმრეს ოჯახის წევრი და, ამის მიუხედავად, ერთი წუთით არ დაუხევია უკან - იყო პარტიის დაარსების საინიციატივო ჯგუფის წევრი და პირველივე დღიდან პარტიის გამორჩეული სახე. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ მასზე უკეთ ვერავინ წარუძღვება პარტიას. ირაკლის, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, პოლიტიკური ალღოც აქვს და ორგანიზაციული ნიჭიც. მჯერა, რომ ირაკლი ღირსეულად ატარებს ამ ტვირთს, გაამართლებს ჩვენს ნდობას და მისი თავმჯდომარეობით პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და უკეთ ორგანიზებული იქნება", - განაცხადა პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ.

პარტიის გენერალურ მდივნად კი მან კახი კალაძე დაასახელა: "გთავაზობთ კახი კალაძის კანდიდატურას, რომელიც გამორჩეული სახეა ჩვენს პარტიაში, გამორჩეულია თავისი ნიჭიერებით და პასუხისმგებლობით. ჯერ სულ ახალგაზრდაა პოლიტიკაში და, ნახეთ, როგორი შესაშური მიზანსწრაფულობა და შეუპოვრობა გამოიჩინა. ყველაფერთან ერთად, კახი ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია. ასე რომ, პარტიას საიმედო ხელში ვტოვებ!" - განაცხადა ივანიშვილმა.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 24 ნოემბერს განაცხადებს
ბიძინა ივანიშვილმა ხალხს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
ბიძინა ივანიშვილი  'ქართული ოცნების' თავმჯდომარედ  აირჩიეს
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატი დაასახელა
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
გამოკითხვა: რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის  დაბრუნება პოლიტიკაში? [Video]