FM97.5 / LIVE

საქართველოში ყირიმ-კონგოს 11 შემთხვევიდან 6 სამცხე-ჯავახეთშია აღრიცხული

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.07.2020
სამცხე-ჯავახეთი დაავადება ყირიმ-კონგოს გავრცელების მხრივ ერთ-ერთი მძლავრი კერაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით სულ 27 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 17 სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა.

საქართველოში ყირიმ-კონგოს 11 შემთხვევიდან 6 სამცხე-ჯავახეთშია აღრიცხული
ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

2020 წლის, იანვარი-ივნისის განმავლობაში მთელს საქართველოში ყირიმ-კონგოს სულ 11 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან უმრავლესობა, 6 შემთხვევა სამცხე-ჯავახეთშია.

წელს დაავადებამ ოთხი მუნიციპალიტეტი მოიცვა. მათგან:
ახალციხე (სოფელი ივლიტა) - 3 შემთხვევა;
ადიგენი (სოფელი არალი) – 1 შემთხვევა;
ასპინძა (დაბა ასპინძა) – 1 შემთხვევა;
ახალქალაქი (სოფელი გოგაშენი) – 1 შემთხვევა.



2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით სულ 8 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 4 სამცხე-ჯავახეთში:

ახალციხე (სოფელი მუგარეთი, ვალე) – 2 შემთხვევა;
ასპინძა (დაბა ასპინძა) – 1 შემთხვევა;
ადიგენი (სოფელი ვარხანი) – 1 შემთხვევა.



2018 წელს საქართველოში ყირიმ-კონგოს სულ 12 შემთხვევა აღირიცხა, მათგან 7 სამცხე-ჯავახეთში:

ახალციხე (სოფლები ჭვინთა, სვირი) – 2 შემთხვევა;
ასპინძა (სოფლები იდუმალა, რუსთავი(2) დაბა ასპინძა) - სულ 4 შემთხვევა;
ადიგენი (სოფელი აბასთუმანი) – 1 შემთხვევა.



„სამცხე-ჯავახეთში კერა გვაქვს საკმაოდ მძლავრი და ვცდილობთ, რომ ვმართოთ სიტუაცია, უყურადღბოდ არ ვტოვებთ“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა დამუშავებას მხოლოდ იმ დასახლებებში ახდებს, სადაც დაავადება დაფიქსირდება. ფერმერი ვალდებულია თავად იზრუნოს როგორც პირუტყვის, ასევე ცხოველთა სადგომის დეზინფექციაზე ტკიპების წინააღმდეგ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე (ტკიპა ცხოვრების ციკლიდან გამომდინარე წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება) ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.

ამავე თემაზე ნახეთ:


[თაკო ფეიქრიშვილი, ახალცხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
ყირიმ - კონგოს დაავადების პრევენციული ღონისძიებები
საქართველოში წელს ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში საძოვრებს ყირიმ–კონგოს საწინააღმდეგო პრეპარატით წამლავენ
რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს - ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა ახალციხეში
ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალქალაქში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა
არალში ყირიმ-კონგოს დაფიქსირების შემდეგ, საქონელს ტკიპას საწინააღმდეგო ხსნარით ამუშავებენ