FM97.5 / LIVE

ახალციხეში ყირიმ-კონგოთი დაავადებული ახალგაზრდა გამოჯანმრთელდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.06.2020
სოფელ ივლიტაში მცხოვრები, 18 წლის პირი, რომელიც ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა.

ახალციხეში ყირიმ-კონგოთი დაავადებული ახალგაზრდა გამოჯანმრთელდა

გამოჯანმრთელებული პაციენტი საავადმყოფოდან გუშინ, 29 ივნისს გაეწერა. ახალციხის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის ქეთევან ჯინჭველაძის თქმით, ახალგაზრდა კლინიკაში 12 ივნისიდან მკურნალობდა.

დღეს, 30 ივნისს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში ყირიმ–კონგოს 10 შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან ერთი ახალქალაქში დაფიქსირდა, რომელიც პაციენტის გარდაცვალებით დასრულდა, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება გამოუვლიდა სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ კიდევ ოთხ პირს, აქედან ერთი ადიგენიდან, სოფელ არლიდანაა, ხოლო სამი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტიდან.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ინფექციური დაავადებაა, რომელიც ვრცელდება: დაავადებული ტკიპის მიერ ადამიანის დაკბენისას; დაავადებული ადამიანის სისხლთან შეხებისას; ან დაავადებული ცხოველის სისხლთან შეხებისას.

„დაავადება მიმდინარეობს ცხელებით, კუნთების, თავის, მუცლის ტკივილით, გულის რევით, გამონაყარით, სისხლჩაქცევებით, სისხლდენით. სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით. შესაძლებელია დაავადება მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალო სიმძიმით და მძიმედ“.

თუ დაავადებულმა ტკიპამ ადამიანს უკბინა, ეს სიმპტომები მას შეიძლება მაშინათვე არ აღმოაჩნდეს, რადგან დაავადების ინკუბაციური პერიოდი 1-9 დღემდეა.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული (სისხლდენა) ცხელება იმით არის საყურადღებო, რომ იგი გამოირჩევა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით. გართულებები ძირითადად მაშინ არის მოსალოდნელი, თუ პაციენტი დაგვიანებით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას.

დაავადების რისკის ქვეშ იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან სოფლის მეურნეობაში და ეწევიან მეცხოველეობას.

თუმცა ამასთანავე ნებისმიერი ადამიანი წარმოადგენს რისკის ჯგუფს, თუ მას ბუნებასთან, მინდორთან აქვს შეხება.

რეკომენდაციისთვის, სპეციალისტები გვირჩევენ, მინდორში გასვლამდე გავითვალისწინოთ, რომ უმჯობესია:

▶დამცავი ტანსაცმლის ტარება (გრძელი შარვლები და გრძელი სახელოები);
▶ღია ფერის ტანსაცმლის ტარება, რომელზედაც ადვილად გამოჩნდება ტკიპა;
▶ტანსაცმლის და კანის საფარველის რეგულარული დათვალიერება ტკიპის აღმოჩენის მიზნით და არსებობის შემთხვევაში უსაფრთხო მეთოდებით მოცილება;
▶ტკიპების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ცხოველთა სადგომში;

▶ცხოველის დაკვლის ან მოვლის დროს ხელთათმანებისა და დამცავი ტანსაცმლის ტარება;

▶მოვერიდოთ დაინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს.

▶დაინფიცირებული ადამიანის მოვლისას ჩავიცვათ ხელთათმანები და დამცავი ტანსაცმელი.

▶რეგულარულად დავიბანოთ ხელები.
2020 წელს, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ კონგოს კიდევ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთი მათგანი, ახალქალაქში სიკვდილიანობით დასრულდა. მეორე კი ადიგენის სოფელ არალში, დაფიქსირდა, 56 წლის მამაკაცი უკვე გამოჯანმრთელდა.

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სოფელ ივლიტაში ყირიმ-კონგოს 3 შემთხვევა დაფიქსირდა
ექიმი გვირჩევს: ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება [ვიდეო]
ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალქალაქში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა
საქართველოში წელს ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში საძოვრებს ყირიმ–კონგოს საწინააღმდეგო პრეპარატით წამლავენ
ადიგენში 56 წლის კაცს ყირიმ-კონგოს დიაგნოზი დაუსვეს
ყირიმ - კონგოს დაავადების პრევენციული ღონისძიებები