FM97.5 / LIVE

ადიგენში 56 წლის კაცს ყირიმ-კონგოს დიაგნოზი დაუსვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.05.2020
ადიგენის სოფელ არალში მცხოვრებ კაცს თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ყირიმ-კონგოს ცხელებაზე მკურნალობენ. მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია.

ადიგენში 56 წლის კაცს ყირიმ-კონგოს დიაგნოზი დაუსვეს

56 წლის კაცი ყირიმ-კონგოს ცხელებით თბილისში 2 მაისს გადაიყვანეს. როგორც ადიგენის ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, იგი ფერმერია და საქონელთან ხშირი კონტაქტი აქვს. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„კარგად არის, მდგომარეობა სტაბილურია. მეცხოველეობას მისდევდა და როგორც ჩანს, ცხოველისგან გადაუვიდა. ადიგენის საავადმყოფოში არ მიუყვანიათ, პირდაპირ თბილისში წაიყვანეს“, - აცხადებენ ადიგენის ჯანდაცვის ცენტრში.

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. ტკიპა, დაავადებულ ცხოველზე ან მღრნელზე კბენის დროს ინფიცირდება. თუ ვირუსის მატარებელმა ტკიპამ შემდეგ ადამიანს უკბინა, იგი სავალალო შედეგებს იწვევს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დაავადების გავრცელების მხრივ სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ენდემური რეგიონია.

2018-2019 წლებში სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ვირუსით ადამიანთა დაავადების ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე თემაზე ნახეთ:

რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს

ექიმი გვირჩევს: ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალქალაქში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა
საქართველოში წელს ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა დაფიქსირდა
რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს - ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა ახალციხეში
ახალციხეში საძოვრებს ყირიმ–კონგოს საწინააღმდეგო პრეპარატით წამლავენ
ახალციხის სოფელ ივლიტაში ყირიმ-კონგოს 3 შემთხვევა დაფიქსირდა
ექიმი გვირჩევს: ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება [ვიდეო]
ყირიმ - კონგოს დაავადების პრევენციული ღონისძიებები