FM97.5 / LIVE

'ნასვამი იყო და ცეცხლის ალი მოედო' - რა მოხდა სოფელ კლდეში

მთავარისიახლე, შემთხვევა 27.06.2020
ახალციხის სოფელ კლდეში, 39 წლის კაცმა ცეცხლისგან გულ–მკერდის არესა და სახეზე დამწვრობა მიიღო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამჟამად, თბილისში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

'ნასვამი იყო და ცეცხლის ალი მოედო' - რა მოხდა სოფელ კლდეში

შემთხვევა გუშინ, 26 ივნისს საღამოს მოხდა. 1981 წელს დაბადებულ კაცს დამწვრობა გულ–მკერდისა და სახის არეში აქვს. როგორ მოედო მას ცეცხლი სხეულზე, ადგილობრივები ვერ აკონკრეტებენ: „რამდენიმე კაცი ყოფილან სვამდნენო, ერთს ბენზინი დაულევია, როგორც ჩანს, მეორემ ცეცხლი მოუკიდა. 35% დამწვარი აქვს და თბილისში ალბათ დამწვრობის ცენტრში წაიყვანე, რეანიმაციაშია“, – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.

დამწვრობს ფაქტს ადასტურებს სოფელ კლდის რწმუნებულიც. დავით პაპუაშვილი ამბობს, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი მისთვისაც უცნობია, თუმცა ფაქტის შესახებ იცის.

„მამამისს ველაპარაკე და დამწვრობა აქვს მიღებულიო, მითხრა. როგორც ექიმები ამბობენ, მეორე ხარისხის დამწვრობააო. სავარაუდოდ, ნასვამი იყო და დილით უნახიათ რომ დამწვრობა ჰქონდა, ტკივილებმა შეაწუხა. მიზეზი არ ვიცი“, – ამბობს პაპუაშვილი.

ერთი ვერსიით, 39 წლის მამაკაცი მეგობრებთან ერთად ღია ცის ქვეშ, კოცონთან ქეიფობდა. როცა ცეცხლი მინელდა კაცმა გადაწყვიტა, რომ იგი ხელახლა დაენთო, რისთვისაც ბენზინიანი ბოთლით წავიდა ცეცხლისკენ. კოცონთან იგი მოულოდნელად დაეცა და ბენზინიანი ბოთლი ნაკვერჩხალს მიესხა, რის გამოც ცეცხლი აალდა და ალმა მამაკაცი დაწვა.

სასწრაფო–სამედიცინო დაწესებულებაში „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობენ, რომ ფაქტზე სოფელ კლდეში სასწრაფო არ გამოუძახებიათ. გამოძახება არ ყოფილა არც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 124–ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ
‘პაციენტი მძიმეა, სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ’ – ექიმი კლდეში დამწვარ კაცზე
სოფელ კლდეში ავარიის შედეგად 72 წლის კაცი გარდაიცვალა
ბორჯომში ნახანძრალ ტყეს ცეცხლი უკიდია
სოფელ კლდეში სახლი დაიწვა
ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]
ვარხანში ხანძრის შედეგად კაცი დაიწვა