FM97.5 / LIVE

‘პაციენტი მძიმეა, სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ’ – ექიმი კლდეში დამწვარ კაცზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.06.2020
სოფელ კლდეში ბენზინით დამწვარი კაცი, თბილისში დამწვრობის ცენტრში მკურნალობს. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი.

‘პაციენტი მძიმეა, სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ’ – ექიმი კლდეში დამწვარ კაცზე

39 წლის კაცი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში წევს.

„დამწვარი აქვს სახე, თავი მთლიანად, გულ–მკერდის წინ ზედაპირი, მუცლის წინაზედაპირი, ორივე ზემოკიდური და მტევნები. მიუხედავად ფართობისა და ტრამვის სიღრმისა, ამ ეტაპზე სტაბილიზიაციას ვინარჩუნებთ, გონზეა ადეკვატურია, სასუნთქი გზების დაზიანება კითხვის ნიშნის ქვეშაა. პაციენტი მძიმეა, რა თქმა უნდა, ესეთი დიაგნოზი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს“, - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

ახალციხის სოფელ კლდეში, 39 წლის კაცმა ცეცხლისგან გულ–მკერდის არესა და სახეზე დამწვრობა მიიღო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შემთხვევა 26 ივნისს საღამოს მოხდა. აღნშნულ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება.ერთი ვერსიით, 39 წლის კაცი მეგობრებთან ერთად ღია ცის ქვეშ, კოცონთან ქეიფობდა. როცა ცეცხლი მინელდა კაცმა გადაწყვიტა, რომ იგი ხელახლა დაენთო, რისთვისაც ბენზინიანი ბოთლით წავიდა ცეცხლისკენ. კოცონთან იგი მოულოდნელად დაეცა და ბენზინიანი ბოთლი ნაკვერჩხალს მიესხა, რის გამოც ცეცხლი აალდა და ალმა კაცი დაწვა.

მეორე ვერსიით კი დაშავებულმა ბენზინი დალია, მასთან ახლოს მყოფმა კი ცეცხლი მოუკიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 124–ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ
'ნასვამი იყო და ცეცხლის ალი მოედო' - რა მოხდა სოფელ კლდეში
სოფელ კლდეში ავარიის შედეგად 72 წლის კაცი გარდაიცვალა
თბილისში კორპუსიდან 29 წლის კაცი გადმოვარდა, გარდაცვლილი ვალედან არის
ბორჯომში 22 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას 25 წლის კაცი დაშავდა
ახალქალაქში 59 წლის კაცი გარდაცვლილი ნახეს