FM97.5 / LIVE

პანდემია და მშენებლობისგან გამოწვეული დისკომფორტი - აბასთუმანი სეზონზე ცარიელია

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.06.2020
ცარიელი „როშა“, გაუხსნელი კაფეები, დამსვენებლის გარეშე დარჩენილი სასტუმროები და სამშენებლო მტვერში გახვეული ქუჩები - ასე შეხვდა წელს აბასთუმანი მაისის დამტვერვის სეზონს. აქაურები დამსვენებლებს და კარგ მდგომარეობას არც ივლისში ელოდებიან.

პანდემია და მშენებლობისგან გამოწვეული დისკომფორტი - აბასთუმანი სეზონზე ცარიელია

მაისში, დამტვერვის პერიოდში აბასთუმანში დამსვენებლების მინიმალური რაოდენობა ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ დასვენების ფასი, გასულ წლებთან შედარებით უფრო გაიაფდა, მსურველების რაოდენობა მაინც არ მატულობს.

აბასთუმანში ამბობენ, რომ აქ დამსვენებელთა ნაკადი ორ ეტაპად მოდის. მაისში, დამტვერვის დროს და ივლისი-სექტემბრის პერიოდში. პირველმა ეტაპმა უკვე ჩაიარა. თუმცა აქაურები ამბობენ, რომ პრობლემა მხოლოდ კორონავირუსის პანდემიას არ გამოუწვევია. როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე მასპინძლებისთვის დისკომფორტს გადათხრილი ქუჩები და სამშენებლო სამუშაოებისგან გამოწვეული მტვერი და უგზოობაც ქმნის.

„მაისში იყვნენ, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, ძალიან ნაკლებად. ახლა უკვე ფასებიც დავაკელით, თუ შარშან 60-70 ლარად ვაქირავებდით, ახლა 50 ლარი ღირს, მაგრამ არ არიან დამსვენებლები. თან ეს გზებიც აყრილია, მტვერია, სამუშაოები მიმდინარეობს და ალბათ ურჩევნიათ სხვაგან დაისვენონ“, - ამბობს ადგილობრივი რამაზ ათოშვილი.

მისი ოჯახი აბასთუმანში ხუთსაწოლიან ბინას ყოველწლიურად აქირავებს, თუმცა წელს ჯერ დამსვენებლები არ ჰყავთ: „ნეტა ვინმე იყოს და დავაკლებთ ფასს. კერძო ბინებს ზოგი 10 ლარით, ზოგი 20 ლარით ნაკლებ ფასს ადებს. წელს ჯერ არავის დაუჯავშნია, დარეკეს და ბოდიშიც მოგვიხადეს, რომ ვერ მოვდივართო“, - ამბობს თამარ ათოშვილი.

პანდემია და მშენებლობისგან გამოწვეული დისკომფორტი - აბასთუმანი სეზონზე ცარიელია

მთავარ ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები რომ მტვერსა და დისკომფორტს იწვევს, ადგილობრივების გარდა დამსვენებლებიც ადასტურებენ:

„სამშენებლო სამუშაოები რომ არის, ცოტა დისკომფორტია, მაგრამ აქ ყოფნა გვჭირდება და ამის გამო იძულებულები ვართ, რომ დავრჩეთ. ორი კვირაა უკვე აქ ვართ, თბილისიდან ჩამოვედით და კმაყოფილები ვართ, ფასები არ არის საგანგაშო, კოტეჯი გვაქვს აღებული და ერთ ღამეში ვიხდით 70 ლარს“, - ამბობს დამსვენებელი ქეთევან ბახუტაშვილი.

აბასთუმანში მცხოვრები ზინა ძინძიბაძე, რომელიც კერძო სახლში ოთახებს 40 ლარად აქირავებდა, წელს დამსვენებლის მიღებაზე უარი თავად თქვა, რადგან კორონავირუსის გავრცელების ეშინიათ: „კერძო სახლი მაქვს და ვაქირავებ ხოლმე, მაგრამ წელს ვერავის შევუშვებ. ბავშვები მყავს და ძალიან მეშინია. მაისში ჩამოდიოდნენ ხოლმე, მაგრამ წელს ძალიან იშვიათად არიან დამსვენებლები“.

ინფექციის გარცელების ასეთივე შიში აქვთ სხვა ადგილობრივებსაც. მათი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ კურორტზე შემსვლელები გაკონტროლდებიან. ასე აბასთუმნის მცხოვრებლებიც უფრო დაცულები იქნებიან:

„წელს არ არიან დამსვენებლები, შარშან უფრო ბევრნი იყვნენ. ალბათ ეშინიათ კიდეც. მაისში კი არის დამტვერვა, მაგრამ დაემთხვა წვიმებიც, გადათხარეს-გადმოთხარეს აკეთებენ რაღაცეებს. პრემიერმა გამოაცხადა მწვანე ზონად და მართლა ასეა, აქ არაფერი ინფექცია არ იქნება, ვიღაცამ თუ არ შემოიტანა და ხალხიც იმიტომ ერიდება ჩამოსვლას. მივესალმებოდით, რომ ახალციხეში დაიკეტოს და იქ შემოწმდნენ ადამიანები აქვთ თუ არა სიცხე. იმიტომ, რომ კერძო სახლებში რომ შემოდიან, საერთოდ ვერ გებულობ ვინმე არის თუ არა ინფიცირებული“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

აბასთუმანში არსებულმა საოჯახო სასტუმროების ნაწილმა მათთვის დაწესებული რეკომენდაციები უკვე შეასრულა. ახლა დამსვენებლის მოლოდინით ივლისსაც ელოდებიან.

„ჯანდაცვის სამინისტროდან იყვნენ, სპეციალური რეკომენდაციები მოგვცეს, რომლებიც გავითვალისწინეთ და მერე მოგვცეს გახსნის უფლება. 8 ივნისამდე ისედაც აკრძალურლი იყო სასტუმროების მუშაობა და 10-ში ჩვენც გვახსენით“, - ამბობს საოჯახო სასტუმრო „მწვანე სასტუმროს’ მეპატრონე თემურ ვარდიძე.

მისივე თქმით, ივლისისთვის რამდენიმე ჯავშანი უკვე არის, თუმცა არა იმ რაოდენობის, როგორც შარშან იყო: „სხვა წლებში ასე იყო, რომ გაზაფხულზე უკვე ზაფხულის ჯავშნებს ვიღებდით, რადგან მერე უკვე ადგილები ივსებოდა. წელს არ არის იმდენი ჯავშანი, რომ გადატვირთული იყოს. ივლისისთვის გვაქვს ჯავშნები, მაგრამ ძალიან ცოტა. ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ გაურკვევლობა იყო, არ იცოდა ხალხმა რა სიტუაცია იქნებოდა და არ დაჯავშნა“.

პანდემია და მშენებლობისგან გამოწვეული დისკომფორტი - აბასთუმანი სეზონზე ცარიელია

იმის გამო, რომ ჯერ დამსვენებელი არ ჩამოსულა, ყოველდღიურად თითქმის ცარიელია კურორტის ერთადერთი მცირე პარკი „როშა“. აქ მხოლოდ ისინი იყრიან თავს, ვინც აბასთუმნის, როგორც კურორტის მნიშვნელობა კარგად ესმის და პანდემიაც არ აშინებს. ერთ-ერთი ასეთია მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, თეიმურაზ ხაბაძე. იგი აბასთუმანს ყოველწლიურად ერთი თვით სტუმრობს.

„20 წელია, გადაბმულად ყოველ წელს ჩამოვდივარ. მაისის ბოლოსთვის მოვდივარ მთელი თვე. პატარა დისკომფორტია, რომ გზაზე მტვერია, მაგრამ ეგ არაფერი. ეს ერთ-ერთი მსოფლიოში საუკეთესო კურორტია, ამაზე მშრალი ჰავა არ არსებობს მსოფლიოში. არის შვეიცარიაში ერთი წერტილი და ადრე გვეგონა, რომ 2%-ით იქ უფრო შედარებით მშრალი კლიმატი იყო, ვიდრე აქ. მაგრამ 2001 წელს, ჩამოვიდნენ შვეიცარიელი ექსპერტები და დადგინდა, რომ აბასთუმანში 3.6-ჯერ უფრო მშრალი ჰავაა, ვიდრე შვეიცარიის კურორტზე“.

პანდემია და მშენებლობისგან გამოწვეული დისკომფორტი - აბასთუმანი სეზონზე ცარიელია

ჯერ არ გახსნილა აბასთუმნის პარკში არსებული ერთადერთი კაფე. მის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მაისში დამსვენებელი არ იყო და საკვები ობიექტის ამუშავებას აზრი არ ჰქონდა: „მაისში დამსვენებელი არ იყო, ახლა ვემზადებით და ერთ კვირაში გავხსნით. ვნახოთ რა იქნება“, - ამბობს კაფე „როშას“ მეპატრონე პავლე ბათმანაშვილი.

2 ივნისს გაიხსნა აბასთუმანში არსებული საკალმახეც.

პანდემია და მშენებლობისგან გამოწვეული დისკომფორტი - აბასთუმანი სეზონზე ცარიელია

ღირებულება

აბასთუმანში დასვენებისა და ღამის გათევის ღირებულება იმის მიხედვით განსხვავდება, კერძო სახლის ქირაობა გინდათ, კოტეჯის, საოჯახო სასტუმროს თუ კომფორტული სასტუმროს.

კერძო კოტეჯის შემთხვევაში ფასები 60 ლარიდან იწყება.

კერძო სახლში ბინას 40-50 ლარის ფარგლებში ნახავთ.

საოჯახო სასტუმროებში, ორი ადამიანი სამჯერადი კვებით ღამეში 120 ლარი დაგიჯდებათ.

ოჯახის შემთხვევაში ფასები იმატებს.

რაც შეეხება სასტუმროებს აქ ფასები 300 ლარიდან იწყება.

პანდემია და მშენებლობისგან გამოწვეული დისკომფორტი - აბასთუმანი სეზონზე ცარიელია

პანდემია და მშენებლობისგან გამოწვეული დისკომფორტი - აბასთუმანი სეზონზე ცარიელია

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ღირს დასვენება აბასთუმანში
რა ღირს დასვენება აბასთუმანში
ბორჯომში წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ელიან
სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი
დამსვენებლის გარეშე დარჩენილი ბორჯომი –  რა პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივები
აბასთუმანი დამსვენებელს ელოდება
ბორჯომში  სეზონის ჩავარდნის ეშინიათ