FM97.5 / LIVE

სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.05.2019
აბასთუმანში ტურისტული სეზონი გაიხსნა, ადგილობრივები შიშობენ, რომ კურორტში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წელს ცოტა დამსვენებელი ეყოლებათ.

სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი

კურორტს ყველაზე მეტი დამსვენებელი მაისსა და ივნისში სტუმრობს. ადგილობრივი ზაურ სახელაშვილი ფიქრობს, რომ დამსვენებლების ჩამოსვლას, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სამშენებლო პროცესები შეაფერხებს.

„კურორტი მტვერშია გახვეული მშენებლობების გამო, ქუჩაში დიდი სატვირთო მანქანები მოძრაობენ. ჩვენ გვიჭირს გარეთ გამოსვლა და დამსვენებლებმა რა უნდა ქნან“, – ამბობს ზაურ სახელაშვილი.

სახელაშვილის მსგავსად ფიქრობს ადგილობრივი რუსლან ასლანოვიც: „აბასთუმანში დამსვენებელზე მეტი მშენებლობებისთვის ჩამოსული მუშებია“.

თბილისელი ნელი დარასელი აბასთუმანში რამდენიმე დღეა ისვენებს, ამბობს, რომ მტვერი და მოუწყობელი ინფრასტრუქტურა აწუხებს, თუმცა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს კურორტზე გაცილებით უკეთესი პირობები იქნება.

„მშენებლობაა და ამ მხრივ ცოტა დისკომფორტი გვექმნება, თუმცა იმედია მომავალ წელს განახლებულ აბასთუმანში ჩამოვალთ. ძირითადად პარკში ვსეირნობთ და პრობლემა ის არის რომ ნაგვის ურნები ძალიან ცოტა დგას, თუ კიდევ დაამატებენ უფრო კარგი იქნება“,–ამბობს დამსვენებელი ნელი დარასელი.

წელს პირველად ტურისტული სეზონი აბასთუმანში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. 15 მაისს კურორტის ცენტრალურ პარკ „როშაში“ გამართულ ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად, ადიგენის და რეგიონის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„15 მაისი დაწესდება აბასთუმანში ტურისტული სეზონის გახსნის დღედ. ვფიქრობ, რომ სეზონის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება კურორტისთვის, რადგან ეს ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია ტურისტების“,– ამბობს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე.

მისი თქმით, აბასთუმანი ძალიან მალე ყველასთვის მიმზიდველი კურორტი გახდება. რაც შეეხება კურორტის ცენტრალურ პარკს გვპასუხობს: „ჩვენ გვქონდა წელს ამ პარკის რეაბილიტაცია–განახლებაზე გარკვეული გეგმები, მაგრამ რადგან მუნიციპალური განვითარების ფონდმა „როშის“ პარკის რეაბილიტაცია აბასთუმნის გრძელვადიანი განვითარების გეგმაში ჩაისვა, გადავწყვიტეთ ასპარეზი მათთვის დაგვეთმო“.

აბასთუმანში ერთი ღამით ბინის დაქირავება 30–დან 100 ლარამდეა. განსხვავებული ფასებია სასტუმროებში, მაგალითად „აბასთუმანი რეზიდენსში“ ერთი ნომრის ფასი 190–300 ლარია.

აბასთუმანში, კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. გარდა ამისა მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობაც.

სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი

სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი

[ლუბა გიორგაძე,ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ტურისტული სეზონი იხსნება
აბასთუმანში სასტუმრო 'აბასთუმანი რეზიდენსი' გაიხსნა
დამტვერვის სეზონი აბასთუმანში [Video]
პანდემია და მშენებლობისგან გამოწვეული დისკომფორტი - აბასთუმანი სეზონზე ცარიელია
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო
ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა