FM97.5 / LIVE

დამსვენებლის გარეშე დარჩენილი ბორჯომი – რა პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივები

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2020
ბორჯომის სოფლებში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მათი უმეტესობა სესხის გადახდას და ოჯახის რჩენას ბინების გაქირავებით გეგმავდნენ, მაგრამ პანდემიის გამო კურორტებზე დამსვენებლები არ მიდიან.

დამსვენებლის გარეშე დარჩენილი ბორჯომი –  რა პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელი ცემი დამსვენებელთა სიჭარბით ყოველთვის მაისში, დამტვერვის დროს გამოირჩეოდა. პანდემიის გამო კურორტს ამ პერიოდში დამსვენებელი არ ჰყოლია. შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადგილობრივები აცხადებენ, რომ წელს თავის რჩენა და კრედიტების გადახდა გაუჭირდებათ.

„მაისსში დამსვენებელი საერთოდ არ გვყოლია, ალბათ არც გვეყოლება. დიდი ზარალი მივიღეთ, აქ ძირითადად ყველა ბინის გაქირავებით ირჩენს თავს. სამი შვილი მყავს, სოციალურად დაუცველი უნდა იყო, რომ დაგეხმაროთო. არცერთი ვმუშაობთ ხელფასი არ გავქვს. ჩემი მეუღლე რემონტებზე მუშაობდა, საბუთსაც არავინ მოგვცემს, რომ თვითასაქმებულის ერთჯერადი დახმარება რომ მიიღოს“,–ამბობს სოფელ ცემში მცხოვრები ქეთევან დიაკონაშვილი.

მსაგვსი პრობლემის წინაშე დგას ამავე სოფელში მცხოვრები გიორგი კოღუაშვილიც. ოჯახმა გასულ წელს სესხი აიღო და ცხრა ნომრიანი საოჯახო სასტუმრო გააკეთა, დამსვენებელი არ ჰყავს, ამიტომ სესხი გადახდას ვერ ახერხებს.

„შარშან გავხსენი აგვისტოს ბოლოს საოჯახო სასტუმრო, წლევანდელი სეზონის იმედი მქონდა, დიდი სესხი გამოვიტანე და იმას ხომ უნდა გადახდა. შეგვპირდნენ, რომ ექვსი თვის პროცენტი ლარში 80%–ით იქნებოდა დაფინანსებული და დოლარის შემთხვევაში 70%–ით. ეს როცა საერთოდ არ გაქვს შემოსავლი საკმარისი ნამდვილად არ არის. ჯერ–ჯერობით პასუხი არ მომსვლია დაფინანსებაზე“,– ამბობს კოღუაშვილი.

დამსვენებლის გარეშე დარჩენილი ბორჯომი –  რა პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივები

დამსვენებელის გარეშეა დარჩენილი წაღვერი და კეჩხობიც. როგორც ადგილობრივები, ამბობენ ცემის მსგავსად მათი შემოსავლის ძირითადადი წყარო ბინების გაქირავებაა.

„კერძო სახლი მაქვს ვაქირავებ ოთხ ოთახს, სესხი ავიღე, რომ გამერემონტებინა, მეგონა ამ სეზონზე გავაქირავებდი და სესხსაც დავფარავდი და ოჯახის რჩენასაც შევძლებდი, ახლა არ ვიცი რა გვეშველება“,– ამბობს წაღვერში მცხოვრები ერთ–ერთი ადგილობრივი.

უშედეგოდ ელოდება დამსვენებლეს წაღვერში მცხოვრებ ნინო ნინო გელაშვილიც.

„საერთოდ არვინ ყოფილა. პანდემიის გამო აქ მხოლოდ ისინი ჩამოვიდნენ ვისაც სახლები აქვს ნაყიდი. ჩემს გარშემო ბინა არვის გაუქირავებია, ცარიელია ყველა სახლი და საოჯახო სასტუმრო. არ ვიცით რა იქნება საერთოდ“,– გვეუბნება ნინო გელაშვილი.

დაკეტილია პანსიონატი „კეჩხობიც“. თანამშრომლები ამბობენ, რომ ცდილობენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულონ და ამის შემდეგ განაახლებენ მუშაობას.

„ჯერ არ გავხსნილვართ, ვამზადებთ სანატორიუმს, როდის გავიხსნებით არ ვიცით ამ ეტაპზე, მაგრამ მაინც ვემზადებით“,– გვითხრა სანატორიუმის თანამშრომელმა.

კურორტზე ყველა ფრთხილობს, ადგილობრივები ამბობს, რომ თუ დამსვენებლებიც და ადგილობრივებიც წესებს დაიცავენ დასვენება საშიში არ იქნება, მათივე თქმით, ისინი მზად არიან უსაფრთხო პირობები შეუქმნან დამსვენებლებს.

„სულ პირბადით დავდივართ, აქაც დაინახავთ მეზობლები გარეთ არ გამოდიან, ვიცავთ დისტანციას, ბავშვები გვყავს სახლში და ვფრთხილობთ“,–ამბობს ნინო გელაშვილი.

ნონა კავთელაძე, რომლიც ცემში წლებია ბინას აქირავებს ამბობს, რომ კოტეჯები და ოთახები ისეა განლაგებული რომ დამსვენებლებს ერთმანეთთან ახლო კონტაქტი არ ექნებათ, ამიტომ ვირუსის გავრცელება ნაკლებად სავარაუდოა.

„არავინ მოსულა ბინის დასაქირავებლად, არც ჯავშიანია გაკეთებული, იმედიც არ მაქვს, რომ ვინმე ჩამოვა, მაგრამ თუ ვინმე მოვიდა ხალხი იმდენად შეშინებულია, რომ ყველა წესს დაიცავს, თან ჩვენ ინდივიდულურად გვაქვს ყველაფერი და მათთან შეხება არ გვექნება“,– გვითხრა ნონა კავთელაძემ.

უსაფრთხო დასვენებას პირდება მსურველებს ცემში მცხოვრები გიორგი კოღუაშვილიც.

„ჩემთან ყველა ოთახთან დეზობარიები დავდე, ინდივიდუალურად აქვს აბაზანა, თითო ნომერში ორ კაცზე მეტს არ შევუშვებ და ის რეკომენდაციები რაც არის ყველა დაიცავს, აქ საშიში დასვენება ნამდვილად არ არის“,–ამბობს კოღუაშვილი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში ადგილობრივები ბინის გაქირავებით თავს ირჩენენ. მსგავსი პრობლემების წინაშე დგას სადგერი, ტბა და ლიკანი.

საკურორტო ზონებში ადგილობრივები ამბობენ, რომ ბინებზე ფასი არ გაზრდილა, საშულოდ ერთი ოთახი დღე–ღამის განმავლობაში 20–დან 50 ლარამდე მერყეობს. კოტეჯებს ფასი 50–დან 100 ლარამდე.

დამსვენებლის გარეშე დარჩენილი ბორჯომი –  რა პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივები

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წაღვერმა დამსვენებელი დაკარგა
პანდემია და მშენებლობისგან გამოწვეული დისკომფორტი - აბასთუმანი სეზონზე ცარიელია
‘ზაფხულში ზარალი მივიღეთ, არც ზამთრის სეზონის იმედი გვაქვს’ - ბაკურიანის სასტუმროები
საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]
ბორჯომში წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ელიან
რა ღირს დასვენება აბასთუმანში
რა პრობლემებზე საუბრობენ სასტუმროების მეპატრონეები სამცხე–ჯავახეთში