FM97.5 / LIVE

'ეს არის საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი' – აშშს–ს საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.06.2020
აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას.

'ეს არის საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი' – აშშს–ს საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებებზე

"ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 5 დეპუტატი. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა მისცეს ბიძინა გეგიძემ, ემზარ კვიციანმა, დავით ჭიჭინაძემ, ალექსანდრე ერქვანიამ და კახა ოქრიაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
სამცხე-ჯავახეთის სამმა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის შეცვლას ამჯერად მხარი დაუჭირა
საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა
დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრის კენჭს
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს
‘ნაციონალური მოძრაობა’ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
ოქტომბრის არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება – პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა