FM97.5 / LIVE

‘ჩვენ არ გაძალებთ ბოდიშის მოხდას, მაგრამ ვთვლით, ეს სწორი ნაბიჯი იქნება’ - გავრილოვი 20–21 ივნისის მოვლენებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.06.2020
„იმედია საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, რათა საბოლოოდ გაანადგუროს რევანშისტ-გადამტრიალებლების გეგმები“,- რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

‘ჩვენ არ გაძალებთ ბოდიშის მოხდას, მაგრამ ვთვლით, ეს სწორი ნაბიჯი იქნება’ - გავრილოვი 20–21 ივნისის მოვლენებზე

გავრილოვი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ საქართველოს მოქალქეებმა საშულება უნდა მისცენ ხელისფლებას, რომ წესრიგი დაამყარონ ქვეყანაში.
ასევე, შეაჩერონ ისინი რომლებიც, გასულ წელს სახელმწიფო გადატრილებაზე წავიდნენ "ანტიქრისტიანული და რუსოფობიური ლოზუნგებით".

"ჩვენ არ გაძალებთ ბოდიშის მოხდას, მაგრამ ვთვლით, ეს სწორი ნაბიჯი იქნება. საუკუნოვანი ურთიერთობის დანგრევისკენ მიმართულ ბინძურ პროვოკაციაში დამნაშვეებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. ბოდიში უნდა მოიხადონ. დარწმუნებული ვარ, ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა მისცეს დავალება და შესაძლებლობა ჩვენთვის ახლო ქვეყნის ხელისუფლებას, რომ საბოლოოდ აღადგინონ წესრიგი და კანონი, დემოკრატიული უფლებები, შეაჩერონ ისინი, ვინც წინა წელს მკრეხელობაზე წავიდა, წავიდა სახელმწიფო გადატრიალებაზე დაუფარავად ანტიქრისტიანული ლოზუნგებით. ჩვენი წმინდა, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შელახვის ლოზუნგებით, რუსოფობიური ლოზუნგებით — ზიზღით ძმების მიმართ, რომლებიც აქვე, რამდენიმე ასი კილომეტრის მოშორებით, ჩრდილოეთით ცხოვრობენ. ეს უნდა დაგმონ არა მხოლოდ მართლმადიდებელმა დეპუტატებმა, არამედ საქართველოს ხელისუფლებამაც", - ამბობს გავრილოვი.

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, თავმჯდომარის ტრიბუნასთან რუსეთის ფედერაციის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენამ, რომელიც პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა, საზოგადოების დიდი პროტესტი და ანტისაოკუპაციო აქციის გამართვა განაპირობა. პარლამენტის წინ შეკრება-მანიფესტაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. აღნიშნულს სამართალდამცავებსა და პროტესტის მონაწილეთა ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის იყო 187 სამოქალაქო პირი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 პოლიციის თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. ასევე დადასტურებულია, რომ რეზინის ტყვიით გამოწვეული ტრავმის შედეგად, ორმა დემონსტრანტმა დაკარგა ცალი თვალი, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ სამი თვის განმავლობაში იმართებოდა, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და გიორგი გახარიას გადადგომა იყო. მათი მოთხოვნის მიუხედავად, ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას – ამერიკის საელჩო 20–21 ივნისის მოვლენებზე
სერგეი გავრილოვი 'რედისონის' ტერიტორიიდან გაიყვანეს
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში აქცია გაიმართება
პრემიერი: 'უმძიმესი სანახავია მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა'
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაჩერეს
პროტესტის მეოთხე დღე –  თბილისში აქცია განახლდა