FM97.5 / LIVE

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაჩერეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.06.2019
დღეს, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, 25 ქვეყნის ასამდე წარმომადგენლი ესწრება.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაჩერეს

პარლამენტში ასამბლეის დღევანდელ სხდომას რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი სერგეი გავრილოვი უძღვება.სესიის გახსნას მოჰყვა საპროტესტო აქცია.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის.

„რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ“, – წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა. დუმის დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარედ 11:30 საათიდან იკრიბებიან იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოუშვა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდამჭერი რუსი დეპუტატი. გუშინ, პირველ სხდომაზე გავრილოვის გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა საქართველოში უკრაინის ელჩმა.

დაახლოებით 12 საათისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების პროტესტის შედეგად, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის განახლება ვერ ხერხდება.

ერთიანი ნაციონალური მოძერაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა მოითხოვს “ქართული ოცნების” წევრს ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტის წევრის მანდატი შეუჩერდეს. მისი თქმით, ქუცნაშვილი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

“ვითხოვთ მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია. თუმც არ გამოგივათ ჯოხი გადატეხოთ ერთ დეპუტატზე, რადგან მან ყველაზე ცხადად გამოაჩინა “ქართული ოცნების” სახე. დიახ, მან ყველაზე ცხადად აჩვენა ის, რომ “ქართული ოცნება” სინამდვილეში რუსული ოცნებაა,”-განაცხადა ბოკუჩავამ.

ევროპული საქართველოს დეპუტატებმა მოქალაქეებს პარლამენტთან 19:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდეს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა. საქართველოს პარლამენტი ასამბლეაში 2013 წელს გაწევრიანდა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუდმოვმოქმედი წევრები არიან "ქართული ოცნების" დეპუტატი და დელეგაციის ხელმძღვანელი, ზაქარია ქუცნაშვილი, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია და "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე. სათადარიგო შემადგელობაში არიან "ქართული ოცნების" წევრი ენძელა მაჭავარიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და "ქართული ოცნების" წევრი, ზვიად ძიძიგური.


ვიდეო: ნეტგაზეთი

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'კობახიძის გადადგომის საკითხს არც დავაყენებთ და არც მხარს დავუჭერთ'-არჩილ თალაკვაძე
მამუკა მდინარაძე: პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება
ზაქარია ქუცნაშვილი: თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებ
ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს
სერგეი გავრილოვი 'რედისონის' ტერიტორიიდან გაიყვანეს
ოპოზიციამ მორიგი აქცია 19 საათზე ჩანიშნა
პრემიერი: 'უმძიმესი სანახავია მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა'