FM97.5 / LIVE

კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.06.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კიდევ უფრო გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე.

კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს (რაც უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი სსკ-ის 154-მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით) და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი.

"აღნიშნულ დადგენილებაში შესული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, დამქირავებლის მიერ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, კომპენსაციის მიმღებ პირთა შესახებ განაცხადის წარდგენა ყოველ შემდგომ პერიოდებზე, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება. რაც გულისხმობს, იმას რომ თუ დამქირავებელი მომდევნო თვეში არ წარადგენს ახალ განაცხადს, შემოსავლების სამსახური იყენებს წინა (ბოლო) მონაცემებს და მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა განაცხადი დადგენილ ვადებში წარადგინა. ამასთან, დამქირავებელს დამატებითი, განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის დამატება კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ბოლო განცხადება.

დადგენილების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წლის მაისის თვეში პირზე ფიქსირდება ხელფასის გაცემა, მაგრამ ივნისსა და შემდგომ თვეებში ადგილი არ ჰქონია ხელფასის სახით თანხების ჩარიცხვას. ამასთან, აღსანიშნავია რომ კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ უნდა აღემატებოდეს", – ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურში დამქირავებელი კომპანიის მიერ, საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი ინფორმაცია მიიჩნევა დადგენილ ვადაში წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომლის არასწორად მითითება იწვევს 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს 22 ივნისის ჩათვლით წარმოადგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა შესახებ, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში, აწვდის შესაბამის ინფორმაციის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახური კომპანიებს მოუწოდებს დასაქმებულთა მონაცემები წარადგინონ
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა სიაში
დასაქმებულთა მონაცემების გადაგზავნის ბოლო დღე პირველი ივნისია
რა დოკუმენტები სჭირდებათ თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად
დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო
თვითდასაქმებულები კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ