FM97.5 / LIVE

დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

მთავარიეკონომიკა 01.04.2015
დღეიდან, 1 აპრილიდან, დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად დეკლარაციების წარდგენა დაიწყო.

დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობის უფლება იმ მოქალაქეებს აქვთ, ვისაც 2014 წელს ხელფასის სახით 1 800–დან 6 000 ლარამდე აქვთ აღებული. მოცემულ შემთხვევაში მოქალაქეს უფლება აქვს დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ ხელფასის ოდენობა 1 800 ლარზე ნაკლებია, მაშინ მოქალაქეს კონკრეტული თანხის 20 პროცენტი დაუბრუნდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად მოქალაქეებს დეკლარაციის შევსება პირველი აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

"პირადი ნომრის მითითებით უნდა გაარკვიოთ, სარგებლობთ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შემდეგ შეავსოთ ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოთ თქვენთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა. თუ თქვენ არ მიეკუთვნებით დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა კატეგორიას, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ ვეღარ განაგრძობთ დეკლარაციის შევსებას და ამის შესახებ სისტემა გაცნობებთ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.

განცხადების თანახმად, დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

"ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, თქვენ მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა "დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ" დეკლარაციის რეგისტრაციიდან სამი თვის განმავლობაში. ამასთან, თუ თქვენ 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე არ გისარგებლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა", - ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრს შემდეგ ნომერზე: (995 32) 22 99 299 ან, მიმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე - info@rs.ge. ასევე, შეგიძლიათ, გაეცნოთ შემოსავლების სამსახურის ვებვერდზე - www.rs.ge განთავსებულ ხშირად დასმულ კითხვებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმის თანხების ჩარიცხვა იწყება
როგორ უნდა დაიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი
დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების შევსება 1 აპრილიდან დაიწყება
დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს 360 ლარი უკან დაუბრუნდებათ
დაუბეგრავი მინიმუმი შესაძლოა 600 ათასმა მოქალაქემ მიიღოს
გაიცემა თუ არა დაუბეგრავი მინიმუმი 2016 წელს
კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა