FM97.5 / LIVE

აბასთუმნის რეაბილიტირებული სახლები და დაუსრულებელი ეზოები [ფოტო]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 18.06.2020
აბასთუმანში, მთავარ ქუჩაზე განლაგებულ ისტორიულ სახლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ეზოებში მძიმე ტექნიკა ჯერ კიდევ მუშაობს. ზოგან ცოცხალი ძალა თხრის მიწას, ზოგან უკვე ამოთხრილ დატალახებულ ეზოებს ტექნიკით ასწორებენ. ადგილობრივები ბინებში უკვე შესახლდნენ.

აბასთუმნის რეაბილიტირებული სახლები და დაუსრულებელი ეზოები [ფოტო]

აბასთუმანში 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციისთვის 3 715 305 ლარი იყო განსაზღვრული. სამუშაოები 2018 წლის აპრილში დაიწყო და იგი ტენდერში გამარჯვებულმა ერთობლივმა საწარმომ შპს „ერისიმედმა“ და შპს „კამარომ“ შეასრულეს.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ყველა სახლში რეაბილიტაცია დასრულებულია და ყველა მეპატრონე, რომელსაც ბინა საკუთრებაში ჰქონდა, რეაბილიტირებულ შენობაში უკვე ცხოვრობს: „არანაირი სამუშაოები არ არის დარჩენილი, ახლა უბრალოდ ვამოწმებთ, როგორ შესრულდა სამუშაოები“, - ამბობს სააქციო საზოგადოება „ერისიმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ კოკაია.

კითხვაზე, რატომ არის ცარიელი რამდენიმე შენობა, კოკაია გვპასუხობს, რომ ისინი სახელმწიფო საკუკთრებაშია და ჯერ კერძო მესაკუთრე არ ჰაყვს: „ჯერ არ ჰყავთ მაგ სახლს მეპატრონე და როდესაც სახელმწიფო გადაწყვეტს რა გაკეთდეს, როგორ გაკეთდეს, მერე მიეცემა ფუნქცია. რაც შეეხება შენობას, სადაც გამგეობა უნდა განთავსდეს, გამეგეობა არის შესახლების პროცესში. ვისაც კი კერძო საკუთრება აქვს, ყველა კერძო საკუთრებაში ცხოვრობენ“.

მიუხედავად ამისა, კომპანიის თანამშრომლები რეაბილიტირებულ შენობებში გარკვეულ სამუშაოებს ისევ ასრულებენ. გარდა ამისა, სამუშაო და სამშენებლო პროცესია სახლებს გარეთ. ყოველ ორ ნაბიჯში, რეაბილიტირებული შენობების წინ მძიმე ტექნიკა დგას, გადათხილია ეზოები და მუშაობს ცოცხალი ძალაც.

„პატარ-პატარა რაღაცებია დარჩენილი, მაგრამ ეგ გაკეთდება, მთავარია, ძირითადი რაც არის მთლიანად კარგად არის. ძველი სურათი მქონდა და ზუსტად ასეთია, რაც აქ არის“, - ამბობს ადგილობრივი მიხეილ დალაქიშვილი.

18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტია, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]

24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
როგორ გამოიყურება აბასთუმანში რეაბილიტირებული შენობები [ფოტო]
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო
აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სახლებს დროებით 20 ოჯახი დატოვებს
აბასთუმნის საბაგირო მუშაობას ნოემბრიდან დაიწყებს [ფოტო]
აბასთუმანში მათ, ვისი სახლების რეაბილიტაციაც  იგეგმება, დროებით შენობების დატოვება მოუწევთ