FM97.5 / LIVE

„TI საქართველო“ - პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.06.2020
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ ხუთ ივნისს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტის შესახებ ანალიზი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის თქმით ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს.

„TI საქართველო“ - პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს

ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიის დეპუტატების ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანის, მამუკა მდინარაძისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ 25 მაისს ინიცირებულ კანონპროექტს და აცხადებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობას დამატებით პრივილეგიებს მიანიჭებს.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, რომ „ახალი რეგლამენტის ამოქმედების კვალდაკვალ, პრაქტიკამ გამოავლინა გარკვეული ხარვეზები, რაც აღმოფხვრას საჭიროებს“. ქართული ოცნების დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სიახლეებს, როგორც კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ისე მისგან დამოუკიდებელ შინაარსობრივ ცვლილებებს.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ განაცხადა, რომ ცვლილებები „საპარლამენტო უმცირესობის“ გაუქმებას და სანაცვლოდ „საპარლამენტო ოპოზიციის“ ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელსაც ყველა ის წევრი მიეკუთვნება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ იქნება გაერთიანებული.

პარლამენტის თავმჯდომარეს ცხრის მაგივრად სამი მოადგილე ეყოლება. ამჟამინდელი სამის ნაცვლად, მხოლოდ ერთი იქნება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი.

ცვლილებების თანახმად, ფრაქციის შექმნა არანაკლებ შვიდ დეპუტატს შეეძლება (ნაცვლად ამჟამინდელი ექვსისა), ხოლო ერთი პოლიტიკური პარტიის წევრებს ერთ ფრაქციაზე მეტის შექმნის უფლება არ ექნებათ. გარდა ამისა, სხვადასხვა პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების დეპუტატებს ერთობლივი ფრაქციის შექმნის უფლებაც არ ექნებათ.

ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს საპარლამენტო დებატებში მონაწილეობისთვის ნაკლები დრო ექნებათ. ფრაქციას დრო იმდენი წუთით განესაზღვრება, რამდენი წევრიც მასშია გაერთიანებული (არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა), ნაცვლად მოქმედ რეგლამენტში არსებული 45 წუთისა (უმრავლესობისა და უმცირესობისთვის), დამოუკიდებელ დეპუტატებს ხუთის ნაცვლად სამი წუთი გამოეყოფათ.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში დემოკრატიული მმართველობის განვითარება შეუძლებელია მხოლოდ უმრავლესობის უფლებების გაძლიერების ხარჯზე“, – აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია და დასძენს, რომ „პარლამენტის როლის გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესებში“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ოცნების' ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს
'ეს არის საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი' – აშშს–ს საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებებზე
საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა
პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავენ
ოქტომბრის არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება – პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა