FM97.5 / LIVE

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა

მთავარისიახლე, სამართალი 16.05.2019
ფოკაში მოკლული 33 წლის კაცის საქმის მასალების მიხედვით, გარდაცვლილი ბრალდებულის მოკვლას ცდილობდა. მოსამართლემ დოკუმენტები, რომლებშიც ამ გარემოებებზეა საუბარი სასამართლოში გამოსაკვლევი მტკიცებულებების ნუსხას დაურთო.

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დღეს, 16 მაისს გაიმართა, სადაც პროკურორმა და ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს მტკიცებულებები წარუდგინეს.

ბრალდებულის ადვოკატმა ავთანდილ თელიაშვილმა მტკიცებულებებად გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის მკვლელობამდე, სამი თვის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული საქმის მასალები წარადგინა. ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს ვ.თ [გარდაცვლილი] მის დაცვის ქვეშ მყოფს მოკვლას უპირებდა. მომხდარის შემდეგ ვ.თ სამართალდამცავებმა დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოთი გამოუშვეს.

„მინდა რომ მაშინდელი საქმის ჩვენებები აქ წაიკითხოთ. სასაფლაოზე მომხდარი ფაქტის დროს ვ.თ კლავდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. მაშინ თუ შეეძლო იმ კაცს ამის მოკვლა, ესე იგი უშუალოდ მკვლელობის დღესაც შეეძლო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა. გარდა ამისა, ის ექსპერტიზებიც უნდა გამოვიყენო, მაშინ რაც ჩაუტარდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს“,–განაცხადა თელიაშვილმა.

პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა სადავოდ გახადა ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუმცა მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა არ გაითვალისწინა.

ქომოშვილმა დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები და იმ მოწმეთა სია წარადგინა, რომლებიც საქმის მიმდინარეობის დროს დაიკითხნენ.

დაკავებულს ბრალი სსკ–ს 108 და 236 მუხლებით აქვს წაყენებული, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა –გამოყენებას გულისხმობს.

ბრალდებული გ.მ ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.

„მე აფექტის მდგომარეობაში ვიყავი. არ მახსოვს, როგორ წავედი ავიღე იარაღი და შემდეგ ეს ყველაფერი მოხდა. გარდაცვლილი სულ დამცინოდა და მეუბნებოდა რომ ჩემს ოჯახს სოფელი დაეტოვებინა, მავიწროვებდა“,–განაცხადა 2018 წლის ხუთ დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 23 მაისს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, 33 წლის კაცი 2018 წლის სამ დეკემბერს მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული მისი თანაკლასელია.

მომხდარის შემდეგ თანასოფლელებმა ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა დაწვეს. ამ ფაქტს შსს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

,მოვკალი, კარგი ვქენი’ – მკვლელობაში ბრალდებულის ზარი 112-ში
რა მოხდა ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობამდე
ფოკაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა დაკითხეს
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს მესამე სახლი დაუწვეს
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ბოლო 16 საათია ფოკაში იწვის 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის 2 სახლი და 4 მანქანა [Photo/Video]
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს