FM97.5 / LIVE

2020 წელს იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში მოქალაქეს სახელმწიფო დაეხმარება

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.05.2020
საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

2020 წელს იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში მოქალაქეს სახელმწიფო დაეხმარება

„ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დასახმარებლად. ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ. არის მათთვის, ვინც უკვე ამ პროცესში შესულია, უკვე გადაწყვეტილი აქვს ან პირველადი შენატანი აქვს გადახდილი. მათთვის, ვინც უკვე მათ დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული, აბსოლუტურად ყველა რისკი, დღეიდან და წლის ბოლომდე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით, მთავრობა დაეხმარება სამშენებლო სექტორს, რადგან ყველაზე მეტად პანდემიის დროს, ამ სფეროში მომუშავე ადამიანები დაზარალდნენ.

„მოხდება სამშენებლოს სექტორის მხარდაჭერა, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ. დღემდეა ქალაქში შემორჩენილი ჩონჩხებად დარჩენილი მშენებლობები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, გიორგი გახარიას განცხადებით, 150 მილიონი ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინებით დაკმაყოფილებისთვისაც გამოიყოფა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

17 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა 200 ლარით დაეხმარება
საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება
სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები მუშაობას განაახლებენ
‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს
უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დავეხმარებით – გახარია
მიკროგრანტების ბიუჯეტი და საკრედიტო საგარანტიო სქემა იცვლება