FM97.5 / LIVE

მიკროგრანტების ბიუჯეტი და საკრედიტო საგარანტიო სქემა იცვლება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.06.2020
პრემირ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა იმ კომპანიებს, რომლებიც ახალ ბიზნესს დაიწყებენ, დაეხმარება საბანკო სესხის 90%–იანი გარანტიით, არსებულ სესხებზე კი 30%–ის ოდენობით. მისივე თქმით 40 მილიონამდე იზრდება ბიუჯეტი მიკროგრანტების და მცირე მეწარმეების დახმარების პროგრამის.

მიკროგრანტების ბიუჯეტი და საკრედიტო საგარანტიო სქემა იცვლება

„სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, შედიან ახალ ბიზნესში, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%–ის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი არსებულ პროექტებში მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%–ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდურობის დატოვების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა“.

გარდა ამისა ცვლილებები იქნება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.

„ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება. მე გამოვყოფ მხოლოდ ერთს რაც ასევე მნიშვნელოვანია. მიკრო გრანტების და მცირე მეწარმეების დახმარების პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე და გარდა ამისა მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20–დან 30 მილიონ ლარამდე. ეს არის პირდაპირი დახმარება ჩვენი იმ მოქალაქეების რომლებიც მზად არიან ამ გაურკვევლობაშიც დაიწყონ ახალი ბიზნესი, შევიდნენ ახალ პროექტებში, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვა ადამიანებიც. ამ ღონისძიებების გატარებას აქვს არა მხოლოდ სოციალური, ეკონომიკური დატვირთვაც,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, თუ აქამდე პროგრამებში მონაწილე მეწარმეებს თბილისში უწევდათ ჩასვლა დეტალების გასარკვევად, ამიერიდან ეს აუცილებელი აღარ იქნება და იუსტიციის სახლებში და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება.

„აწარმოე საქართველო, ისევე როგორც სხვა პროგრამები, უახლოეს ერთ თვეში საზოგადოებრივი ცენტრების და იუსტიციის სახლების საშუალებით პირდაპირ მივლენ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან. ეს იმას ნიშნავს რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, იუსტიციის სამინისტროს 100 ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული და იმის მაგივრად რომ ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლობა ჰქონოდათ ჩამოსულიყვნენ თბილისში და აქ ერკვიათ პროგრამების დეტალები, ახლა ეს პროგრამები იქნება თითოეული მათგანის ადგილობრივ დონეზე რაიონში, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეები ეფექტურად გამოიყენებენ“.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები 2017 წელსაც გაგრძელდება
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
რა შემთხვევაში დააფინანსებს სახელმწიფო მცირე მეწარმეებს
პროგრამა ‘აწარმოე საქართველოში’ ცვლილებები შევიდა
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
რას მოიცავს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა
პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება