FM97.5 / LIVE

'მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ' - სენატორები უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.05.2020
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის ორი ლიდერის შეწყალებას გამოეხმაურნენ.

'მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ' - სენატორები უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

„მივესალმებით ბატონი ოქრუაშვილის და ბატონი უგულავს შეწყალებას და ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას შეცვლის და სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას დაასრულებს. დღევანდელი გათავისუფლებები ძლიერ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც იმუშავა იმისთვის, რომ შეთანხმება შესაძლებელი გამხდარიყო და მას ხელი მოაწერა, რომ პროგრესი შეიძლება მიიღწეს და მიიღწევა", – ნათქვამია ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის განცხადებაში.

ერთოვლივ განცხადებაში, რომელსაც "ამერიკის ხმა" ავრცელებს, სენატორები მოლოდინებზეც საუბრობენ. „ველით, რომ ვიხილავთ საარჩევნო სისტემის შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას, როცა მომავალი კვირების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს; ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედია მფლობელის გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ბუნდოვანი ბრალდებებით იქნა დაკავებული“.

გუშინ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

"არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს. შეწყალება არ ნიშნავს არცერთ შემთხვევაში სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე დამნაშვედ რჩება. სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშულისგან. ანუ არავითარ შემთხვევაში შეწყალება დამნაშავის გამართლებას არ ნიშავს", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, "საქართველოში პოლიტიკური პატიმრები დღეს არ არსებობენ... უგულავა და ოქრუაშვილი,მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსები არიან“, მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ "მიღწეულ შეთანხმებაში [8 მარტის შეთანხმება] დარჩა გარკვეული ბუნდოვნება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, სარჩენო კოდექსის ცვლილებებს და მაშასადამე საფრხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ–ერთ მთავარ მიზანს, სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას. ოპოზიცია ცდილობს ამ საკითხით მანუპულირებას, არეულობის გამოწვევას, პროცესების ისევ ქუჩაში გადატანას და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას, თუმცა ამის ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორე მხრივ ისიც არ ჩანს რომ "ქართულ ოცნებას", პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის და სიტუაციის სწრაფი განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება, მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვერ დავუშვებ ორი დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს".

13 მაისს ევროკავშირის ელჩებმა და ამერიკელმა სენატორებმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდეს, რომ სრულად შეასრულონ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, ასევე გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

ამავე დღეს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა და თუ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.

ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა
აშშ-ის სენატორები და ევროკავშირის ელჩები ‘ოცნებას’ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ
8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა – კახა კალაძე
'ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას' – აშშ-ს საელჩო 8 მარტის შეთანხმებაზე
'შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისკენ - ამერიკელი სენატორები
ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მოვუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას – არასამთავრობოები