FM97.5 / LIVE

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2020
ოპოზციური პარტიების ლიდერებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს, რომლის შემდეგაც მათ განცხადება გაავრცელეს. პარტიების უმრავლესობა თანხმდება, რომ გიორგი რურუას განთავისუფლების გარეშე საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ.

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა დღს, 18 მაისს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართა.

„პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდნენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციისკენ. იმედს გამოვთქვამთ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ასევე გადაიდგმება ნაბიჯები საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე გარდასაქმნელად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ოპოზიცია ამბობს, რომ მათი გაერთიანების მიზანი 2020 წლის არჩევნების მშვიდ ვითარებაში წარმართვა და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაა: „ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დემოკრატიულმა და დღევანდელმა მთავრობამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა დღეს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან, გადადგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, რათა საქართველო აღარასდროს დადგეს იმ გამოწვევების წინაშე, რასაც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა ჰქვია. ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს, სწორედ ამ მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილი გვაქვს ერთმანეთთან კოორდინირებული მოქმედება. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს და ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით კვლავ შეიცვალოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ' - სენატორები უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე
აშშ-ის სენატორები და ევროკავშირის ელჩები ‘ოცნებას’ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ
ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ
მოვუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას – არასამთავრობოები
არჩევნებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
'ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას' – აშშ-ს საელჩო 8 მარტის შეთანხმებაზე
პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა