FM97.5 / LIVE

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.05.2020
საქართველოს პრეზიდენტმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

„სანამ მათი შეწყალება შევა ძალაში, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა ვერც მაპატიოს. სანამ ავხსნი ჩემს ურთულეს გადაწყვეტილების მიზეზს, მინდა განვმარტო დღეს ყველას გასაგებად შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები. ზვიადის და მერაბის შემდეგ და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრებით ციხეების გადავსების მაგივრად, დღეს, საბედნიეროდ, ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქრთველოში. დავამატებ, რომ პოლიტიკოსი, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისიხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, შეწყალებით უგულავასა და ოქრუაშვილი დანაშულისგან არ თავისუფლდებიან და ისინი კვლავ დამნაშვეებად რჩებიან.

"არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს. შეწყალება არ ნიშნავს არცერთ შემთხვევაში სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე დამნაშვედ რჩება. სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშულისგან. ანუ არავითარ შემთხვევაში შეწყალება დამნაშავის გამართლებას არ ნიშავს".

ზურაბიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო და ზეგავლენა არავის თქოვნას ან რეკომენდაციას არ მოუხდენია. მათ შორის არც 8 მარტს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებას პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ: "არავის არც მანამდე და არც ახლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით მუქარით, რეკომენდაციით, შიშით და სხვა. და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე. პრეზიდენტრის ამ ექსკლუზურ უფლება-მოსილებაზე არავინ "უნდათი" არ უნდა საუბრობდეს. მით უმეტეს, არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ. თუმცა არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა, დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად თუნდაც განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში".

მისივე თქმით, შეწყალება არ ეფუძნება ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს: ხაზი მინდა გავსუვა, რომ მე ამ გადაწყვეტლებას ვიღებ, არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშულებები, ქვეყნის წინაშე, არამედ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მარტო ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან. ჩემს ემოციებსა და ჩემს პირად ინტერესებს ვერ და არ დავაყენებ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა".

ზურაბიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით მიიღო: "დღეს ქვეყანა იმის მიუხედავად რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხადავად რომ ისეთი დემოკრატიული თავისუფალი და სტაბილურია, როგორც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე. პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, დარჩა გარკვეული ბუნდოვნება. რომლის პასუხიმგებლობა ორივე მხარეზეა. რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საკონტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს, და საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავრ მიზანს სამათრთლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას. ოპოზიცია ცდილობს ამ სიტუაციით მანიპულირებას, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესების გადატანას და ამით დესტაბილიზაციას პროვოცირებას, თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორე მხირვ, ისიც ჩანს, რომ "ქართულ ოცნებას" შექმნილი ვითარებიდან სწრაფი განმოსვლისა და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს. ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება. ამიტომაც და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშვის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და კიდევ დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ' - სენატორები უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე
ზურაბიშვილი მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულთა შეწყალებაზე – 'გადაწყვეტილება ჩემით მივიღე'
პრეზიდენტი: შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა
სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია
სალომე ზურაბიშვილი შეწყალების აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
‘არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას’ - სალომე ზურაბიშვილი