FM97.5 / LIVE

ზურაბიშვილი მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულთა შეწყალებაზე – 'გადაწყვეტილება ჩემით მივიღე'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.09.2019
„შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბიშვილი მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულთა შეწყალებაზე – 'გადაწყვეტილება ჩემით მივიღე'

„გადაწყვეტილება ჩემით მივიღე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება ობიექტურ კრიტერიუმებს, ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს ეს უფლება, რომ შეაფასოს გარემოებები და არა, გამართოს ახალი სასამართლო. ეს მე მგონი, ცოტა ცნებების არევაა. კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ხაზგასმით, შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება. საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ეს არის სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ამას საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, მათ შორის. პროკურატურამ კი გამოძიება დაიწყო.

18 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალებაზე დროებით მორატორიუმს აწესებს, „სანამ არ შემუშავდება ახალი წესები”.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა 19 თავისუფლებააღკვეთილი და 23 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა  226 მსჯავრდებული შეიწყალა