FM97.5 / LIVE

რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ფერმერებს – ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.05.2020
მთავრობის გათვლებით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დახმარებით ისარგებლებს 200 ათასამდე ფერმერი.

რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ფერმერებს – ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის

პირდაპირი ფულადი დახმარება ფერმერებს

200–დან 1000 ლარამდე თანხას მიიღებენ მცირემიწიანი ფერმერები 0,25 დან – 10 ჰექტრამდე მიწაზე. ფულადი დახმარებით ისარგებლებენ ის ფერმერები, რომლებსაც მიწის ნაკვეთები მფლობელობაში აქვთ. გეგმის ამ პუნქტით განსაზღვრულია 200 000–მდე ფერმერის დახმარება რისთვისაც ბიუჯეტიდან 37 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ამავე ფერმერისთვის იგეგმება დიზელის ტიპის საწვავის გაიაფება. 0,5 ჰა–დან 10 ჰექტრამდე მიწის მფლობელ ფერმერებს საშუალება ექნებათ ერთ ჰექტარზე 150 ლიტრამდე საწვავი 1 ლარით იაფად შეიძინონ.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, შეღავათები გავრცელდება სამელიორაციო მომსახურებაზეც. 42 000 მდე ფიზიკური და იურიდიული პირი 2020 წელს სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების სამელიორაციო საფასურისგან, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარის რესურსია გათვალისწინებული.

სექტორული დახმარება ფერმერებს

არაუმეტეს 50 000 ლარის შემთხვევაში, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად/არსებულის განსაახლებლად და ერთწლიანი სასოფლო–სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემების შესაძენად, ბიუჯეტიდან ფერმერები 50%–იან თანადაფინანსებას მიიღებენ, ამისთვის მთავრობის პროგნოზით 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, უკვე არსებული პროგრამები, კრიზისის პერიოდში ფერმერებს შესთავაზებენ განსხვავებულ პირობებს. იგეგმება აგროკრედიტის ფარგლებში 5 000–დან 100 000 ლარამდე სესხების საპროცენტო განაკვეთის განულება აგრომეწარმეებისთვის. 20 ათასიდან მილიონ ნახევარ ლარამდე სესხები მეწარმეებს 48–თვიან პერიოდში 8–ის ნაცლვად 11-12%–ით დაუფინანსდებათ. 10% იქნება თანადაფინანსება სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობისთვის აღებულ სესხებზე – 1 500 000 ლარიდან 5 მილიონამდე. ამისთვის ბიუჯეტიდან 74 მილიონია გათვალისწინებული.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიონი ლარი მოხმარდება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. არაუმეტეს 15 000 ლარზე 50%–იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ მეწარმეები, რომლებსაც კოოპერატივის აღჭურვუილობა, სურსათის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა ან კოოპერატივის ბუღალტრული დახმარება დასჭირდებათ (აღნიშნული თანადაფინანსებით ისარგებლებენ მხოლოდ ის ბენეფიციარები, ვინც აქამდეც სარგებლობდა სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო პროგრამებით).

30 ჰექტრამდე მარცვლეულის და 5 ჰა–მდე დანარჩენი კულტურების დაზღვევის თანადაფინანსებისთვის 9 მილიონი ლარია მობილიზებული. მთავრობა დაზღვევის ხარჯებს 70%–მდე დააფინანსებს(ვაზის შემთხვევაში 50%).

საქართველოს ექვს რეგიონში იგეგმება მერძევეობის ხელშეწყობა, რისთვისაც 42 მილიონი ლარია განაწილებული. სხვადასხვა კატეგორიისთვის მთავრობა გეგმავს მერძევეობის ხელშეწყობისთვის 40-80%–იან თანადაფინანსებას 26 ათასი ლარიდან 137 000 ლარამდე.

ასევე, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები ისარგებლებენ სახელმწიფო გრანტებით:

თაფლისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება 70%–მდე იგეგმება ახალქალაქის, გორის, დმანისისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.

მევენახეობის და მერძევეობის დარგის კოოპერატივებისთვის 90% თანადაფინანსება იქნება შესაძლებელი 150 000 დან 500 000 ლარამდე.

მთავრობის გათვლებით სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა 20 მაისიდან ამოქმედდება და დახმარებით 200 000–მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს
‘ფერმერები 1 ჰა მიწის ნაკვეთზე 200 ლარს მიიღებენ’ - პრემიერი
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება
შეეხება თუ არა სამელიორაციო შეღავათები მუნიციპალურ სარწყავ სისტემებს
ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა სახელმწიფო სუბსიდიის მისაღებად
„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი" დაიწყო
ახალციხეში ხვნის ბარათებით წელს 300 ფერმერით მეტი  ისარგებლებს