FM97.5 / LIVE

საქართველოში სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით დაინფიცირების 1 600–მდე შემთხვევაა გამოვლენილი

მთავარისიახლე 28.10.2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების 123 შემთხვევა დაფიქსირდა. მედიკოსებში COVID-19-ის გამოვლენის სულ 1 600–მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

საქართველოში სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით დაინფიცირების 1 600–მდე შემთხვევაა გამოვლენილი

„სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილისთვის 123-ია ასეთი. იცით, რომ სამწუხაროდ გარდაგვეცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

მან, ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალის ხშირი ინფიცირების მიუხედავად, ჯანდაცვა გამართულად მუშაობს, ამ ეტაპზე ქვეყანაში სამედიცინო განათლების მქონე 31 000 ადამიანია, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში პანდემიის მართვისთვის დაიხმარენ.

"მოგეხსენებათ სამედიცინო პერსონალში დაინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს 1 600-მდე. არიან ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ამიტომ მე-5, მე-6 კურსის სტუდენტები თავისუფლად იმუშავებენ კოვიდცენტრებში, იმუშავებენ ექიმების ასისტენტებად, ექთნების ასისტენტებად და მიეხმარებიან ამ ბრძოლაში ჩვენს სამედიცინო საზოგადოებას", — განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების ერთი ფაქტი 25 ოქტომბერს დაფიქსირდა. ვირუსს ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ემსხვერპლა.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს COVID 19 დაუდასტურდა
ახალქალაქელი სასწრაფოს ექიმი  covid-19-ით გარდაიცვალა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა
ექიმების დასახმარებლად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გადამზადდებიან – ჩხენკელი
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ინვენტარით აღიჭურვა
ახალციხეში COVID-19 სამედიცინო დაწესებულების 3 თანამშრომელს დაუდასტურდა
რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი 30%–ით იზრდება