FM97.5 / LIVE

COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკური სიმპტომატიკა არ აქვთ, აბასთუმანში უმკურნალებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 28.04.2020
კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთა მკურნალობა 14 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა და არ აღენიშნებათ კლინიკური სიმპტომატიკა, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადაიყვანენ.

COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკური სიმპტომატიკა არ აქვთ, აბასთუმანში უმკურნალებენ
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადაყვანაზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში ისაუბრა.

„აბასთუმნის კლინიკა პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და მას შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც, გარემო პირობებიდან გამომდინარე და კოლეგებთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნებოდა პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის მათი იქ განთავსება. შემდეგ დღეებში უკვე ველოდებით სახელობით სიას იმ პაციენტებისას, რომელთა მკურნალობა გახანგძლივდა 14 დღეზე მეტი, მათ არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა, მათი პასუხი არის სუსტი დადებითი და საჭიროებენ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობას იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვირუსის ქცევა, გავრცელება და გადადების კოეფიციენტი როგორი არის ასეთ პაციენტებში, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის სასარგებლოდ და ასევე უსაფრთხოების გამო, ეს პაციენტები გადავიყვანოთ აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში და იქ განაგრძონ შემდეგი მეთვალყურეობა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, აბასთუმნის ცენტრი დაახლოებით 100 საწოლზეა გათვლილი, "ის ამ ეტაპზე სრულად დაფარავს იმ საჭიროებას, რომელიც კლინიკებს დღეს გააჩნიათ.ეს იქნება გარკვეულად ახალი სახის ინიციატივა, ამას გავუზიარებთ უცხოელ კოლეგებს, მათგან პასუხსა და რეაგირებას დაველოდებით. სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს ტრენდი, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც დაინერგება ".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში არსებული ‘ცხელების ცენტრი’ გაუქმდა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში საკარანტინო მზადყოფნაა
Covid-19–ით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი საკარანტინო ზონებში განთავსდება
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კიდევ 3 მოქალაქე შეიყვანეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან კარანტინში მყოფი პაციენტების გაწერა დაიწყო
აბასთუმნის საკარანტინო ზონიდან სამი პირი გაეწერება
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კორონავირუსზე დაკვირვებისთვის 15 ადამიანი შეიყვანეს