FM97.5 / LIVE

‘მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ’ - პრემიერი

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.05.2020
პრემიერ-მინისტრის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველია, ამიტომ ჯერ-ჯერობით მისი ამუშავება არ იგეგმება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემთხვევაში, გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდეს.

‘მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ’ - პრემიერი

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელებაა“, - განაცხადა პრემიერმა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტიც დაწესდეს.

„საზოგადოებროვი ტრანსპორტის რეგულაციებზეც ვმუშაობთ. შემდეგ კვირაში უკვე გვექნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომში არ შეიქმნას გარკვეული რისკები, რომლის შედეგადაც მთავრობა, შესაძლოა, ისევ იძულებული გახდეს, საგანგებო მდგომარეობა დააწესოს და დავბრუნდეთ იმ სტატუსზე, რომელიც მარტის თვეში გვქონდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სად და როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი სამცხე-ჯავახეთში
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი
‘საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება’ – გამყრელიძე
საგანგებო მდგომარეობა არ გახანგრძლივდება – პრემიერი
‘ეს არ უნდა მომხდარიყო’ – პრემიერი წყალმომარაგების პრობლემაზე
შეეხება თუ არა სამელიორაციო შეღავათები მუნიციპალურ სარწყავ სისტემებს
‘ზიარების კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი’ – გიორგი გახარია