FM97.5 / LIVE

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებს წელს 230 მილიონი ლარი გამოეყო

მთავარიეკონომიკა 08.11.2013
სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს წელს - 230 მილიონი ლარი გამოეყოთ. გასულ წელს, ცენტრალური ბიუჯეტიდან იგივე მიზნისთვის 64 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებს წელს 230 მილიონი ლარი გამოეყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დღეს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და მომდევნო წლის გეგმები მათთან ერთად განიხილა.

„ჩვენ განვიხილეთ ის, თუ რომელი პროექტების დასრულება ესწრება წელს და რომლისა - ვერა. ძირითადად, დაგეგმილი სამუშაოები ესწრება, ტემპი კარგია, თუმცა, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, პროექტების ნაწილის დასრულება მომავალი წლის დასაწყისისთვის გადაიწევს,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ამავე შეხვედრაზე მომავალი წლის პროგრამებიც განიხილეს.

"გვინდა, წელსვე გავიაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომ დრო არ დავკარგოთ. პროექტირებისა და ტენდერებისთვის მომავალი წლის ზამთარს გამოვიყენებთ, რათა 2014 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ადრე დავიწყოთ. გაისად სამუშაო ამ მიმართულებით იმაზე მეტი იქნება, ვიდრე წელს იყო",- განაცხადა მურღულიამ.

წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მასშტაბით 695 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შოთა მურღულია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდება
ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს
გუბერნიაში მიმდინარე და მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში 38 პროექტი განხორციელდება
ახალქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 3 მლნ ლარი იხარჯება
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი ვერ დასრულდა