FM97.5 / LIVE

საპატრიარქო ზიარებისთვის ერთჯერად კოვზებს არ გამოიყენებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 29.02.2020
"ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის"- საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქო ზიარებისთვის ერთჯერად კოვზებს არ გამოიყენებს

საქართველოს საპატრიარქო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. მათი განცხადებით, ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა.

"ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს", - წერია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებითვე, კვირას, პირველ მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში შედგება ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა.

დღეს, 29 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა. საქართველოს მაშტაბით, ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ 170 ადამიანი იმყოფება.

დღესვე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ სკოლებში ორი კვირით სწავლა შეწყდება, ორი კვირით დაისვენებენ საბავშვო ბაღებიც.

ასევე გირჩევთ:

გამყრელიძე: ‘სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში დეზინფექტორები იქონიონ’

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამყრელიძე: ‘სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში დეზინფექტორები იქონიონ’
ბაღებში ორკვირიანი არდადაგები გამოცხადდა
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა
ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია