FM97.5 / LIVE

'თუ ქვეითად მოსიარულეებმა წალეკეს ქუჩები, მივიღებთ სხვა ზომებს' – წულუკიანი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 17.04.2020
საქათველოს იუსტიციის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა, თეა წულუკიანმა კარანტინის რეჟიმის გამკაცრებაზე ისაუბრა, მისი თქმით თუ ავტომობილების მოძრაობის აკრძალვის შემდეგ, ქუჩაში ბევრი ხალხი ივლის, მაშინ სხვა ზომებს მიმართავენ.

'თუ ქვეითად მოსიარულეებმა წალეკეს ქუჩები, მივიღებთ სხვა ზომებს' – წულუკიანი

„მთავრობა ალბათ ძალიან მალე დაუბრუნდება მსჯელობას საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სურათს მივიღებთ ხვალ, დილის 12:15 საათიდან. თუ შევხედავთ, რომ მანქანები აღარ მოძრაობენ, რადგან ეს აიკრძალა, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩაში მივიღეთ ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს. მთავრობა გააკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოცემულ მომენტში იქნება საჭირო, საჭიროება კი მოქალაქეების ქცევით არის განპირობებული. მესმის, რომ კარგი ამინდებია და ყველას გვიხარია დაგვიანებული გაზაფხულის მოსვლა, მაგრამ ჩვენ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვართ, ყველა ერთნაირად და ამიტომ, თუ მოქალაქე თავად არ შეიძენს ქცევას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მთავრობის ვალდებულებაა, მოქალაქეს ამგვარი ქცევა სხვადასხვანაირი მეთოდებით შეაძენინოს. ჩვენ თუ ხვალ დავინახეთ,რომ მიუხედავად აკრძალვისა, სიგნალი მაინც ვერ იქნება ზუსტად გაგებული და ახლა უკვე ქვეითად მოსიარულეებმა წალეკეს ქუჩები, რა თქმა უნდა მისაღები იქნება სხვა ტიპის და კიდევ უფრო მკაცრი გადაწყვეტილება. ამიტომ ნუ მივიყვანთ ქვეყანას აქამდე“, – განაცხადა პირველ არხთან თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით დღევანდელი გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოება მოწოდებებს შესაბამისად არ პასუხობს.

„დღეს, გუშინ და გუშინწინ ქუჩაში იყო ბევრი მანქანა, მოძრაობს ბევრი ადამიანი. დღეს, დილით, თათბირზე რეგიონებიდანაც მივიღეთ ფოტო-ვიდეომასალები, სხვა ინფორმაცია და ჩავთვალეთ, რომ უკვე დადგა დრო, გვემსჯელა, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა მოქალაქეს გავაკეთებინოთ ის, რასაც მოწოდებების მიუხედავად თავად არ აკეთებს“.

მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილიდან სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. შეზღუდვა 12:00 საათიდან ამოქმედდება.

ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, 31 მარტიდან კი კარანტინის რეჟიმი კარანტინის რეჟიმი და კომენდანტის საათი.
მოქალაქეს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს დაარღვევს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Covid 19  - საქართველოში კიდევ 2  ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა
COVID-19: საქართველოში გამოჯანმრთელებული 98 ადამიანია
ახალციხეში 9 აპრილის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების ვადა ორი ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება – წულუკიანი
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი
Covid 19 - ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 348–მდე გაიზარდა