FM97.5 / LIVE

‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.04.2020
70 წელს გადაცილებული ახალციხის მცხოვრები ითხოვს, რომ მთავრობამ გამონაკლისი დაუშვას და მიწის დასამუშავებლად გარეთ გასვლისთვის არ დაჯარიმდეს. მისი თქმით, სოფელში ნაკვეთებს ძირითადად ასაკიანი ადამიანები ამუშავებენ და თუ მათზე მკაცრი შეზღუდვა გავრცელდება, შემოდგომით მოსავლის გარეშე დარჩებიან.

‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი


ავთანდილ ნასყიდაშვილი ოქტომბერში 73 წლის გახდება. ამბობს, რომ შეზღუდვის გამო, გარეთ ვერ გადის, არადა საგაზაფხულო სამუშაოები უგვიანდება.

„ვცხოვრობ ცენტრში ახალციხეში, მერიის შენობასთან და უნდა დავამუშავო მიწა რესტორან „ვარძიასთან“. 10 მეასედი მაქვს. იქ სარწყავი წყალი არ არის და ახლა, როცა ნიადაგი სველია, ტენიანია უნდა მოასწროს მცენარემ აღმოცენება, რომ გაძლოს. მოხვნა და დაფარცხვა მოვასწარით და თუ ახლა არ დაითესა მერე გამოშრება მოხნული ნიადაგი და აზრი აღარ აქვს. მთელი ცხოვრება მეურნეობის დირექტორად ვმუშაობდი, გაზაფხულია მიწასთან ახლა ყოველ დღე უნდა იყოს ადამიანი“, - აცხადებს ნასყიდაშვილი.

მისივე თქმით, მთავრობის დადგენილებაში გატარებული შეზღუდვა 70 წელს გადაცილებული პირების მიმართ, სოფლის-მეურნეობის პროდუქციის შემცირებას გამოიწვევს, რადგან მიწის ნაკვეთებს ძირითადად ამ ასაკის ადამიანები ამუშავებენ: “ვნახე დადგენილება, იქ პირდაპირ წერია, კატეგორიულად გეკრძალებათ სახლიდან გამოსვლა, გარდა უახლოეს აფთიაქში ან სასურსათო მაღაზიებში მისვლისაო. ის არ გაითვალისწინეს, რომ სოფლის მეურნეობაში ჩემი ასაკის ხალხი მუშაობს ძირითადად. სოფლიდან გასულია ახალგაზრდობა. მსოფლიოში ასეთი ამბავია, ვერ მოხდება პროდუქციის შეტანა და გატანა, ამიტომ თვითონ ხალხმა უნდა უშველოს თავის თავს. პენსიონერები ამუშავებენ მიწას და იმათ რომ უკრძალავენ მუშაობას, შემოდგომით რა უნდა ჭამონ?“, - კითხულობს ნასყიდაშვილი.

ფერმერი მთავრობას, ასეთ შემთხვევებში გამონაკლისების დაშვებას სთხოვს: “ცხოვრებაში ექიმთან არ ვყოფილვარ. რამე რომ მჭირდეს, ჩემს ჯანმრთელობას რისკის ქვშ არ დავაყენებდი. იქნებ შეიძლება საშვის დაშვება, გარკვეული გამონაკლისი. მე, უბრალოდ უნდა გამოვიყვანო ჩემი ავტოფარეხიდან მანქანა, დავჯდე მასში და წავიდე. არავის დავეკონტაქტო, დავამთავრო ჩემი საქმე და მოვიდე უკან. ვიქნებით მე და ერთი ვინმე ახლობელი“.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან, სრული საკარანტინო რეჟიმის პირობებში, 70 წელს ზემოთ გადაცილებულ ადამიანებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი მიდიან სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, მთავრობის დადგენილებით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ იკრძალება, მაგრამ გააჩნია ინდივიდუალურ შემთხვევებს:

„მივაწოდე მუნიციპალიტეტს ეს ამბავი. უნდა მოიკვლიონ და მოიკითხონ საკითხი რა არის და როგორ არის. გააჩნია ბევრ რამეს, რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება გადაადგილდეს, რამდენად დაიცავს პირობებს, ინდივიდუალური თემაა. საკუთარ ნაკვეთში მუშაობა არ იკრძალება, მაგარმ გააჩნია იქამდე როგორ უნდა მივიდეს, შორს არის, ახლოს არის და ა.შ. ბევრი ალტერნატივა შეიძლება მოიძებნოს“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი, გიორგი მიქელაძე.

6 აპრილს, 16:00 საათზე, StopCov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა.

აქედან გამოჯანმრთელდა 36 მოქალაქე და გარდაიცვალა 2.

კარანტინის რეჟიმში 5056 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘არ მინდოდა ამდენის შეწუხება’ – 73 წლის ფერმერს მერია დაეხმარება
70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ
70 წელს ზემოთ მოქალაქეებს მედიკამენტების შეძენაში მოხალისეები დაეხმარებიან
საქართველოში COVID 19–ით ინფიცირებულთა რიცხვი 110–მდე გაიზარდა
საქართველოში COVID 19–ით ინფიცირებულთა რიცხვი 108–მდე გაიზარდა
ყველაფერი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე
როგორ უნდა გადაადგილდეთ თუ ეწევით სამეურნეო ან დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას