FM97.5 / LIVE

'13 წლის ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელია' - რატიანი გამოჯანმრთელებულ პაცინეტზე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 08.04.2020
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 პაციენტს პნევმონია აღენიშნება. კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში მყოფი ორი ორსულის მდგომარეობა სტაბილურია, რაც შეეხება 13 წლის ბიჭს, იგი სრულად გამოჯანმრთელდა.

'13 წლის ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელია' - რატიანი გამოჯანმრთელებულ პაცინეტზე

დღეს, 8 აპრილის მდგომარეობით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ორი პაციენტი დატოვებს.

ამ ეტაპზე კლინიკაში 71 პაციენტია, 53 დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენები პასუხს ელოდებიან.

7 აპრილს კლინიკაში პერსონალის მასობრივი გამოკვლევა ჩატარდა pcr მეთოდით, არცერთ თანამშრომლეს კოვიდ ინფექცია არ დაუდასტურდა.

„კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობაში ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკა. ქალბატონების ტესტები დღეს იგზავნება, პროტოკოლის მიხედვით, ხვალ განმეორდება თუ იქნება დადებითი, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას. 42 წლის პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში ყველაზე ახალგაზრდა მძიმე პაციენტი იყო, მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს. ორსულ ქალბატონებს რაც შეეხება, 24 კვირის ორსულთან გავიდა 14 დღე, იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი და დღეს, დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი. მეორე ორსული, 8 კვირის, მისი და ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოიგიურ პარამეტრებს. 13 წლის ბიჭუნა არის აბსოლუტურად ჯანმრთელი“, - აცხადებს ლევან რატიანი.

რატიანმა 7 აპრილს გაკეთებული განცხადებაც დააზუსტა და აღნიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევაში, 80% ასიმპტომურად გადაიტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება პირი იყოს ინფექციის მიმღები და გამავრცელებელი.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 13 მარტს დადო გამოცდილება სამყაროსი, რომ 80% ადამიანებისა, შესაძლებელია დასნებოვდეს, მაგრამ იყვნენ ინფექციის მტარებლები და არა დაავადებულები. ამიტომ ასეთი ადამაინები, ყველაზე საშიშიები არიან საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ არიან 100%-ით ინფექციის გამავრცელებლები. რაც შეეხება 20%-ს, მათგან 17%-ს შეიძლება დასჭირდეს სტაციონალიზაცია, თერაპიის განყოფილებაში, საშუალო და მსუბუქ ფორმებში. 3%-ს შესაძლებლია დასჭირდეს მკურნალობა რეანიმაციაში. ამ დაავადების გამოსავალში ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს განწყობის თერაპიას“, - განაცხადა რატიანმა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თუ უარყოფითი პასუხები მოვიდა 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას’ - რატიანი
‘ახალშობილებისა და ორსულების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მართვადი’ - ლევან რატიანი
'უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას'– ლევან რატიანი
საუნივერსიტეტო კლინიკას კიდევ 3 გამოჯანმრთელებული დატოვებს
დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ – ლევან რატიანი
‘8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან’ - ლევან რატიანი
‘62 წლის მარნეულელი ქალი სავარაუდოდ დღეს გაეწერება’ - რატიანი