FM97.5 / LIVE

როგორ გავწმინდოთ ტელეფონი და მისი ‘ქეისი’ - რჩევები

მთავარისიახლე, კორონავირუსი 06.04.2020
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, ხშირად გამოყენებადი ნივთების დეზინფექციის რეკომენდაციას გვაძლევენ. ასეთი ნივთი კი შესაძლებელია იყოს თქვენი მობილური ტელეფონი, რომელსაც ალბათ ყველაზე ხშირად იყენებთ.

როგორ გავწმინდოთ ტელეფონი და მისი ‘ქეისი’ - რჩევები

ვირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, არაერთი რეკომენდაცია ისმის, სახლის, სამუშაო გარემოსა თუ საგნების დეზინფექციაზე. თუმცა ხშირად გვავიწყდება გავასუფთაოთ ნივთი, რომელსაც დღეში უამრავჯერ ვიღებთ ხელში, მიგვაქვს სახესთან, პირთან, ცხვირთან. არ ვაქცევთ ყურადღებას სად ვართ ამ დროს, სახლში, ქუჩაში, სუპერმარკეტში, ოფისში თუ სხვაგან. არადა, მისი ზედაპირი შესაძლებელია ბევრი ინფექციისა და ბაქტერიის გავრცელების წყაროს წარმოადგენდეს.

მაგალითად, არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარების მტკიცებით, ჩვენი მობილურები, უნიტაზის დასაჯდომ ნაწილზე უფრო მეტ ბაქტერიას შეიცავენ. შემოწმების შედეგად, მობილურ ტელეფონზე 1479 სახეობის ბაქტერია აღმოჩნდა, ხოლო უნიტაზზე სულ რაღაც 220. ასე რომ, მობილურიც ბინძური საყოფაცხოვრებო ნივთია, რომელიც ხშირად უნდა გაიწმინდოს.

ახლა როცა უკვე იცით ბინძური სიმართლე, დროა მიიღოთ ზომები. თქვენ ალბათ პირველ რიგში მოიფიქრებდით ტელეფონის გაწმენდას Clorox– ის საწმენდი ტილოებით, რომლებიც ბაქტერიების 99,99 პროცენტით განადგურებას გვპირდება, თუმცა მწარმოებელი კომპანიები გვირჩევენ არ გამოიყენოთ ქიმიური გამწმენდი საშუალებები და სადეზინფექციო ტილოები, რადგანაც მათ შესაძლებელია ეკრანის სპეციალური საფარი დააზიანონ.

კომპანია Apple-მა, 9 მარტს, Covid-19- ის გავრცელების პირობებში, საკუთარი პროდუქციის გაწმენდასთან დაკავშირებით რეკომენდაციები განაახლა.

კომპანიის ინფორმაციით, 70%-იანი იზოპროპილის სპირტის (სამედიცინო სპირტი, რომელიც სასმელად არ გამოიყენება) ხსნარი თქვენი iPhone, MacBook ან Apple–ისა და სხვა მოწყობილობების გასასუფთავებლად დასაშვებია. უნდა გავწმინდოთ ეკრანი, კლავიატურა და სხვა გარეგანი მოწყობილობა.

კომპანია წინასწარ აფრთხილებს მომხმარებლებს, არ გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები, მაგალითად, Clorox-ის ტილოები, რადგან მათ შეიძლება დააზიანონ სენსორული ეკრანის ქვეშ არსებული დამცავი საფარი ან დააზიანოს დელიკატური ოლეოფობიური საფარი ტელეფონზე, (ოლეოფობიური საფარი არის ძალიან თხელი ფენა, რომელიც არ ჩანს, იგი შთანთქავს ცხიმებსა და სითხეებს სენსორული ეკრანიდან).

Apple-მა ამ საფარის გამოყენება მესამე თაობაში დაიწყო (iPhone-3GS). იდეა მობილური ტელეფონების სხვა მწარმოებლებმაც გაატარეს. ამჟამად, თითქმის ყველა სმარტფონს აქვს ოლეოფობიური საფარი.

თუ თქვენი ტელეფონის უსაფრთხოდ გასუფთავება გსურთ, მწარმოებლები რბილი, მიკროფიბერის ქსოვილის გამოყენებას გირჩევენ. არ გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოცი, ან უხეში ნაჭერი. რეკომენდაცია ყველა ტელეფონს ეხება და არა მხოლოდ iPhones.

ქსოვილი შეგიძლიათ დანამოთ თბილი, საპნიანი წყლით, რათა გაანადგუროთ ბაქტერიები და დაიცვათ ტელეფონის ზედაპირი, უბრალოდ დარწმუნდით, რომ გამორთეთ ყველა კაბელი, და მოწყობილობა. ასევე დარწმუნდით, რომ წყალი არ ჩავიდა არცერთ ღიობში.

როდესაც თქვენი ტელეფონი გასუფთავდება, ნუ გააფუჭებინებთ ყველაფერს ტელეფონის ჩასადებს, „ქეისს“. იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ჩასადებს იყენებთ, სადეზინფექციო საშუალებებიც განსხვავებულია.

პლასმასის ქეისი: გამოიყენეთ ქლორისშემცველი მათეთრებლისა და წყლის ნაზავი, გახეხეთ კბილის ჯაგრისით ან ღრუბელით.

რეზინის/სილიკონის ქეისი: გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებისა და წყლის ნაზავი. ასევე ლაქების მოსაშორებლად შეგიძლიათ დაამატოთ საჭმლის სოდა, მაგრამ დეზინფექციისთვის არ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება.

ხის ქეისი: დაზიანების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ ძმრისა და წყლის ხსნარი. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი, მაგრამ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ხის იერსახეზე.

ტყავი:
გამოიყენეთ წყლისა და ხელის საპნის ნაზავი.

წყარო: Popular Mechanics

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ მოვიქცეთ, როცა მარკეტიდან სახლში ვბრუნდებით -  ყველა რჩევა ერთად
როგორ ჩავუტაროთ სახლს დეზინფექცია
სახლიდან გასვლისა და შესვლის პროტოკოლი - COVID 19

‘სტუმრებისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი მენიუ’- რეკომენდაციები რესტორნებისთვის
სამი დღე ყინვებია მოსალოდნელი – აგრონომების რჩევები ფერმერებს
'არ აანთოთ შუქი, არ გამოიყენოთ სახლის ტელეფონი' – სპეციალისტის რჩევები გაზის გაჟონვისას
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს –  რეკომენდაციები