FM97.5 / LIVE

როგორ მოვიქცეთ, როცა მარკეტიდან სახლში ვბრუნდებით - ყველა რჩევა ერთად

მთავარისიახლე, კორონავირუსი 16.04.2020
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციები გვაფრთხილებენ, რომ მას შემდეგ, რაც მარკეტში საჭირო პროდუქტს შევიძენთ და სახლში დავბრუნებით, აუცილებელია რამდენიმე პირობა ზუსტად შევასრულოთ. გთავაზობთ რჩევებს, როგორ უნდა მოიქცეთ სახლში დაბრუნების შემდეგ.

როგორ მოვიქცეთ, როცა მარკეტიდან სახლში ვბრუნდებით -  ყველა რჩევა ერთად

ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდებია და იგი შესაძლებელია გარკვეული დროით ცოცხლობდეს რომელიმე მყარ ზედაპირზე, ჩვენს ფეხსაცმელზე, ტანსაცმელზე, ფულზე ან ნივთებზე, რომლებსაც ხშირად გამოვიყენებთ.

თავდაცვისთვის, არსებობს რეკომენდაციები, მათი გამოყენების შემთხვევაში კი შევამცირებთ დაინფიცირების რისკს.ამჯერად გთავაზობთ რჩვებს, როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისა და სახლში დაბრუნების შემდეგ.

რა უნდა გავაკეთოთ სახლიდან გასვლამდე

სანამ სურსათის ან მედიკამენტების შესაძენად სახლს დატოვებთ, შეეცადეთ გაიხსენოთ რა დაგჭირდებთ თავდაცვისთვის, სახლში დაბრუნების შემდეგ.

რჩევა N1

სახლის შემოსასვლელ კართან მოამზადეთ საშუალო ზომის ყუთი ე.წ. სათავსო, რომელიც თავსებადი იქნება ყოველდღიური წვრილი ნივთებისთვის.

რჩევა N2

დაამუშვეთ სპეციალური ხსნარით კართან არსებული ფეხსაწმენდი. ამისთვის დაგჭირდებათ ქლორისშემცველი ხსნარი - ერთ ლიტრ წყალში 50 მლ. (დაახლოებით ნახევარი ჭიქა) ქლორი გააზავოთ, რის შემდეგაც ფეხსაწმენდი კარგად გაჟღინთეთ.

ახლა, შეგიძლიათ პირბადის, სპეციალური ხელთათმანისა და სხვა დამცავი საშუალებებით გახვიდეთ გარეთ, პროდუქტის ან მედიკამენტების შესაძენად. გადაადგილებისას არ დაგავიწყდეთ სოციალური დისტანცია.




უკან დაბრუნების დროს

რჩევა N1

მას შემდეგ, რაც სახლის კარს გააღებთ და შეხვალთ, შეეცადეთ ორივე ფეხი მყარად დადგათ ქლორიანი წყლით გაჟღენთილ ტილოზე, ფესაწმენდზე, რათა ფეხსაცმლის ძირი კარგად დამუშავდეს ქლორიანი წყლით.

რჩევა N2

მარკეტიდან ჩანთით ან პარკით მოტანილი პროდუქტი დააწყეთ კარის ზღურბლთან. წვრილი ნივთები, რომლებიც ხელში გაქვთ, მაგალითად, ტელეფონი, გასაღები, სათვალე, ხელჩანთა, ქუდი, საფულე, ჩააწყეთ კართან მდგარ ყუთში, რომელიც სახლიდან გასვლის წინ მოამზადეთ.

რჩევა N3

თუ ამისი საშუალება გაქვთ, ფეხსაცმელი გაიხადეთ და დააწყეთ გარეთ. თუ ამისი შესაძლებლობა არ არის, მაშინ კართან გაიხადეთ ფეხსაცმელი. გაითვალისწინეთ, ფეხსაცმელი დაბინძურების დიდ რისკს წარმოადგენს, ამიტომ არ იაროთ სახლში საგარეო ფეხსაცმლით.

რჩევა N4

მას შემდეგ, რაც ყველაფერს დატოვებთ კარის ზღურბლთან, გაიხადეთ საგარეო ტანსაცმელი და მოათავსეთ ისინი სარეცხის მანქანაში. თუ სამოსი ისეთია, რომ ხშირი გარეცხვა შეუძლებელია (მაგალითად პიჯაკი, ქურთუკი), ამ შემთხვევაში ტანსაცმელი, რომელიც გეცვათ, 24 საათის განმავლობაში ჩამოკიდეთ ცალკე და მხოლოდ დღე-ღამის გასვლის შემდეგ ჩაიცვით.

რჩევა N5

უმჯობესია მიიღოთ შხაპი, თუკი შეუძლებელია, გულმოდგინეთ დაიბანეთ ხელები, მაჯები, სახე და ყველა ის ორგანო, რომელიც ქუჩაში სიარულის დროს დაუფარავი იყო.

რჩევა N6

მას შემდეგ რაც ხელებსა და ტანს დაიბანთ, დაუბრუნდით კართან დაწყობილ ნივთებს. ამოალაგეთ სურსათი სამზარეულოში, ონკანთან ახლოს. ჩანთა, რომელშიც პროდუქტი ეწყო, თუ ნაჭრისაა - გარეცხეთ, თუ ერთჯერადია, უმჯობესია ნაგავს გააყოლოთ.

რჩევა N7

დაამუშვეთ ნაყიდი პროდუქტი. ბოსტნეული შემთხვევაში, გარეცხეთ ის ხელის საპნის, ბავშვის საპნის ან ჭურჭლის სარეცხი საშულების გამოყენებით.

მწვანილი ცოტა ხნით მოათავსეთ მარილიან წყალში და შემდეგ კი გამდინარე წყალში გულმოდგინედ გარეცხეთ.

ბოსტნეული, რომელიც იხარშება, თერმული დამუშავების დროს უსაფრთხოა, შესაბამისად, კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი და მსგავსი ბოსტნეული გარეცხეთ, გათალეთ, შემდეგ ისევ გარეცხეთ და საჭმლისთვის ამის შემდეგ გამოიყენეთ.

რაც შეეხება პურს, შეეცადეთ ის იყიდოთ შეფუთულ მდგომარეობაში. თუკი ის ჰერმენტულად დახურული არ არის, მაშინ პური აუცილებლად დაამუშავეთ თერმულად, აირღუმელში ან ტაფაზე.

რაც შეეხება პროდუქტს, რომელიც სპეციალურ შეფუთვაშია (წვენი, რძე, მაწონი, არაჟანი, კონსერვი..) შეეცადეთ მათი სათავსოების ზედაპირი გაწმინოდთ ანტიბაქტერული ხსნარით ან გარეცხოთ საპნიანი წყლით.

პროდუქტი მხოლოდ დამუშავების შემდეგ შეინახეთ მისთვის განკუთვნილ ადგილზე.

რჩევა N8

დაუბრუნდით კართან მდგარ ყუთს და ამოალაგეთ წვრილი ნივთები, მათი დამუშვება ასევე შეგიძლიათ სპირტისშემცველი ხსნარით ან საპნიანი წყლით. აუცილებლად კარგად გაწმინდეთ მობილური ტელეფონი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საპნიანი წყლით გაჟღენთილი რბილი ნაჭერი.

რჩევა N9

მეტი სიფრთხილისთვის, გაწმინდეთ კარის სახელურები სპირტისშემცველი ხსნარით.

რჩევა N10

ვირუსის გადატანაში ერთ-ერთი მაღალი რისკის შემცველია ფული. ქაღალდის კუპიურა შეგიძლიათ დაამუშაოთ ცხელი უთოს საშულებით, მაქსიმალურ ტემპერატურაზე, რამდენიმე წამის განმავლობაში. რაც შეეხება მონეტებს, შეგიძლაით ისინი სადეზინფექციო საშულებებით გაწმინდოთ.
ასევე შესაძლებელია სადეზინფექციო ხსნარით პლასტიკური ბარათის გამოყენებაც.

მას შემდეგ, რაც სახლიდან დაბრუნების შემდეგ ყველა პირობას შეასრულებთ, კიდევ ერთხელ, საგულდაგულოთ დაიმუშვეთ ხელები, დაიბანეთ საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

გასათვალსიწინებელია, სახლის დალაგება სველი წესით, რეგულარულად. მისი განიავება და იმ ზედაპირების დასუფთავება, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვეხებით.



[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახლიდან გასვლისა და შესვლის პროტოკოლი - COVID 19

როგორ დავამუშაოთ ხილ-ბოსტნეული - რჩევები
რჩევა პირბადის სწორად გამოყენებაზე [ვიდეო]
როგორ ჩავუტაროთ სახლს დეზინფექცია
5 რჩევა ფსიქოლოგისგან - როგორ დავძლიოთ იზოლაციით გამოწვეული დეპრესია
5 რჩევა თიბისისგან, როგორ შევამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება ®

სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევა მოსახლეობას პასქებთან დაკავშირებით