FM97.5 / LIVE

ე.წ. უდო-ს კომისია ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებს

მთავარისიახლე, სამართალი 25.09.2018
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია, ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე, კიდევ ერთხელ იმსჯელებს. კომისიას მსჯავრდებულის საქმის განხილვის შუამდგომლობით თავად დაწესებულება მიმართავს.

ე.წ. უდო-ს კომისია ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებს

აღნიშნულ ონფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ე.წ. უდო-ს კომისიამ ვანო მერაბიშვილის საქმე რამდენჯერმე განიხილა, თუმცა აქამდე მას გათავისუფლებაზე ყველა ჯერზე უარი ეთქვა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თენგო შაქარაშვილის განმარტებით, თავად მსჯავრდებულს ან მის ადვოკატსაც აქვს უფლება კომისიას მიაწოდოს ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც კომისიას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

"მერაბიშვილის შუამდგომლობის განხილვა ისევ მოხდება, მას შემდეგ რაც უარის თქმიდან გავა 6 თვე. დაწესებულება ვალდებულია შუამდგომლობა ხელახლა გადმოაგზავნოს ავტომატურად და მოწოდებული ინფორმაციის თაობაზე ადგილობრივი საბჭო იმსჯელებს. დაწესებულების გარდა, თავად მსჯავრდებულსაც და მის ადვოკატსაც შეუძლია წარმოადგინოს ნებისმიერი დოკუმენტი, რასაც თვითონ ჩათვლიან მიზანშეწონილად, რომ ეს დაეხმარება საბჭოს გადაწყვეტილების მიღებაში და ასეთი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაშიც აუცილებლად გაეცნობა საბჭო ამას", - განაცხადა შაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი გაასაჯაროვა.ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო–კონიუნქტივიტი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს
პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა
პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა [Video]
ვანო მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლების საკითხს ხელახლა განიხილავენ
ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ
საგამოძიებო სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ბიძა დააკავა
ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს