FM97.5 / LIVE

ანდერსენის ზღაპრები - სახლში დარჩენილი პატარებისთვის [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 02.04.2020
2 აპრილს, საბავშვო მწერლის ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეა. და ახლა, როცა აუცილებლად უნდა დარჩე სახლში შეგიძლია ზღაპრული სამყარო პატარებს ოთახში მოუწყო. ამოაწყე ფერადი განათებები მუყაოს ყუთიდან, ჩართე, ააციმციმე და ზღაპრების კითხვას შეუდექი.

ანდერსენის ზღაპრები - სახლში დარჩენილი პატარებისთვის [ვიდეო]

მე კი გეტყვი, რომ ზუსტად 215 წლის წინ, ორ აპრილს, დანიაში, ქალაქ ოდენსეში დაიბადა ჰანს კრისტიან ანდერსენი, მწერალი, პოეტი, დრამატურგი, რომანისტი, ჟურნალისტი და მეზღაპრე.

„ერთ პატარა და ღარიბულ ქოხში ცხოვრობდა ახალგაზრდა ცოლ–ქმარი, რომელთაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ქმარმა საკუთარი ხელით გამოთალა საქორწინო სარეცელი, რომელზეც ძალიან მალე გაჩნდა პატარა, მყვირალა ბურთი– ეს ვიყავი მე, ჰანს კრისტიან ანდერსენი“.

ანდერსენი იყო ღარიბი მეწაღის შვილი. მას ადრევე აღმოაჩნდა დიდი წარმოსახვის უნარი. მამის გარდაცვალების შემდეგ ჰანს-ქრისტიანს თავის რჩენა თავად უწევდა. მან შეწყვიტა სკოლაში სიარული, თავადვე ააგო თოჯინების პატარა თეატრი და დაიწყო თავისი მარიონეტებისთვის ტანსაცმლის კერვა. გარდა ამისა, კითხულობდა ყველაფერს, რის შოვნასაც ახერხებდა.

ჰანს ქრისტიანის ოცნება იყო ოპერის მომღერლობა, თუმცა არ გამოუვიდა.

შემდეგ შეგირდ მოცეკვავედაც მიიღეს სამეფო თეატრში. მოცეკვავე რომ არ დადგა ეგეც ვიცით.

მისი ზღაპრების უამრავი თარგმანი და გამოცემა არსებობს, სხვადასხვა ილუსტრაციებით გამოცემული წიგნები მთელს მსოფლიოში დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

თუ კარგად მოკალათდით ციმციმა განათებების ქვეშ, გადაშალეთ ჯადოსნური, ზღაპრული წიგნი და წაიკითხეთ – თოვლის დედოფალი, მახინჯი იხვის ჭუკი, გარეული გედები, ნამდვილი პრინცესა, ნამცეცა, ორი ყოყლოჩინა მამალი, იმპერატორი და ბულბული, მფრინავი სკივრი, კალის ჯარისკაცი, პატარა ნაძვი . . .

ზღაპარი "ნამდვილი პრინცესა" კითხულობს ანდრია კოხოძე.



[გულო კოხოძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„თოვლის დედოფალი“– თოჯინების თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა
თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება
ლექსო ჩემიამ მესხეთის თეატრში 'პატარა უფლისწული' დადგა [ვიდეო]
მაშველებმა ბორჯომის ტყე–პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის ცხედარი იპოვეს
თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გერმანელი ექსპერტი დაიკარგა
პამაჯის სკოლას 500 წიგნი საჩუქრად გადაეცა