FM97.5 / LIVE

როგორ დავამუშაოთ ხილ-ბოსტნეული - რჩევები

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 30.03.2020
ბაზარში ან მარკეტში შეძენილი ხილ-ბოსტნეულის დამუშავების შესახებ რეკომენდაციები, კორონავირუსის გავრცელებამდეც და მას შედეგაც, ერთნაირია. ძირითადი წესი გამოყენებამდე მათი სწორად გარეცხვაა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის სურსათით გავრცელების ფაქტი არ ფიქსირდება, სპეციალისტები სანიტარული ნორმების დაცვისკენ მოგვიწოდებენ.

როგორ დავამუშაოთ ხილ-ბოსტნეული - რჩევები

პანდემიის პირობებში, სურსათის დამუშვების რაიმე განსაკუთრებული წესი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციას არ მიუღია. რეკომენდაციები არსებობდა და მიკრობებისა და ბაქტერიების გავრცელების შესაჩერებლად მათი გამოყენება აუციელბლობას წარმოადგენს. თუმცა ბაზრიდან მოტანილი, შეუფუთავი ხილ-ბოსტნეულის უვნებლობის შმესახებ საუბარი ბოლო პერიოდში უფრო აქტუალური გახდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ხილ-ბოსტნეული, რომელიც რეცხვას ექვემდებარება, გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს.

საპონი თუ ჭურჭლის სარეცხი საშუალება


სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თენგიზ კალანდაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, რომ ხილი, რომელსაც უმად ვჭამთ, შეგვიძლია, როგორც საპნით, ბავშვების საპნით ან ჭურჭლის სარეცხი საშულებით გავრეცხოთ და კარგად გავავლოთ.

„ხშირად გვინახავს, რომ ვაშლი დაფარულია მცენარეული ზეთით ან ცვილით, ეს არის სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც უხანგრძლივებს ვაშლს შენახვის ვადას და არ ფუჭდება, ამიტომ ჩვეულებრივი, უბრალო წყლით არ მოშორდება. ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ეს ხილი უნდა გაირეცხოს საპნით. ეს შეიძლება იყოს ბავშვის საპონი, შესაძლებელია იყოს სარეცხის ჟელე, ნელთბილ წყალში და შემდგომ კარგად უნდა ჩამოვრეცხოთ.
ბანანისა და ფორთოხლის შემთხვევაშიც, ორივე უნდა გაირეცხოს. ვაშლის მსგავსად, ფორთოხალიც ხშირად დაფარულია ცვილით და იქ შესაძლებელია მიკრობები იყოს ჩაბუდებული, ასე რომ ნელთბილ წყალში უნდა გავრეცხოთ საპნით და ამის შემდეგ გამოვიყენოთ“, - ამბობს კალანდაძე.

მარილწყალი თუ ძმრიანი წყალი?


მომხმარებელთა ნაწილი, ფიქრობს, რომ მწვანილი, სალათის ფოთლები, მწვანე ხახვი, მხოლოდ გამდინარე წყალში გარეცხვით არ სუფთავდება. შესაბამისად, მათი ნაწილი გავრცელებულ მეთოდებს იყენებს, მწვანილეულს მარილწყალში ან ძმრიან წყალში აწყობს.

სპეციალისტის თქმით, აუცილებებლია მწვანილი ყიდვის შემდეგ, საპნისა და სხვა სარეცხი საშუალების გარეშე, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში გავრეცხოთ.

„მარილიანი წყალი კარგია. თუ მწვანილს მოვასხამთ, ეს გარკვეულ მიკრობებს, მცირე რაოდენობით კლავს, ეს თუ ცოცხლად მივირთმევთ მწვანილს, ხოლო თუ კერძში ვიყენებთ, იქ თერმულ დამუშვებას გადის (იხარშება) და არანაირი პრობლემა არაა. ძმრიან წყალს რაც შეეხება, ის არაფერ განსაკუთრებულ მოქმედებას არ ახდენს.

ბოსტნეული, რომელიც თერმულად მუშავდება


ორჯერ უნდა გაირეცხოს ბოსტნეული, რომელიც ე.წ ბოლქვს წარმოადგენს და მიწა მოყვება. გათლამდე და გათლის შემდეგ მისი გარეცხვა იმის გამოა საჭირო, რომ მიკრობებისგან პროდუქტი ბოლომდე გავასუფთაოთ.

„ისეთი ბოსტნეული, რომელიც ექვემდებარება შემდგომ თერმულ დამუშავებას, მაგალითად ჭარხალი, სტრაფილო, ხახვი, კარტოფილი. გათლამდე უნდა გაირეცხოს კარგად, მერე გაითალოს, ისევ გაირეცხოს და შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმზე დამუშვდეს თერმულად“.

თუ დიდი ოდენობით ბოსტნეულს ვყიდულობთ


თუკი კარტოფილს, ჭარხალს, სტაფილოს, კომბოსტოს ან სხვა ბოსტნეულს იმაზე მეტი რაოდენობით ვყიდულობთ, ვიდრე ერთჯერადად გამოვიყენებთ, მათი წინასწარ გარეცხვა სასურველი არ არის. ბოსტნეულის წინასწარ დასველების შემთხვევაში, ხელს შევუწყობთ მათ ლპობას. უმჯობესია, ასეთი ბოსტნეული გრილ და ბნელ ადგილზე, იზოლირებულად შევინახოთ და მხოლოდ გამოყენების წინ შევასრულოთ დამუშვების კონკრეტული პროცედურები.

„არცერთ ქვეყანაში, სადაც მაქსიმალური პიკი იყო კორონავისრუსის, რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია მიღებული არ არის. არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზიაციებს მიუღიათ სპეციალური რეკომენდაცია სურსათის დამუშვებასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივ სანიტარული ნორმები, როგორც ითვალისწინებდა ისე უნდა მოვიქცეთ, ხილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტების დამუშვება-შენახვის დროს“, - განმარტავს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე.

სურსათის დამუშვებამდე, სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:

- პროდუქტის მომზადებამდე და მის შემდეგაც, 20 წამის განმავლობაში დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.
- კარგად გარეცხეთ პროდუქტები, სანამ მას კანს გააცლით, იმისთვის, რომ ბაქტერიები არ გადავიდეს თქვენს ხელებზე;
- აუცილებლად მოაჭერით და გაასუფთავეთ პროდუქტი დაზიანებული ადგილებისგან;
- გაამშრალეთ პროდუქტი სუფთა ქსოვილით ან ხელსახოცით, რათა შეამციროთ ბაქტერიები.

მარნეულისა და ბოლნისის პროდუქცია


სოფლის მეურნეობის სამინისტროში განარტავენ, რომ ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინე ზონიდან გამოტანილი სასურსათო პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის.

„როგორც იმპორტით შემოდის სურსათი, ასევე საქართველოს შიდა ტერიტორიაზე - თბილისიდან საკარანრინო ზონაში, ბოლნისსა და მარნეულში შედის პროდუქცია და იქედანაც სხვადასხვა პროდუქტები გამოდის ჩვეულებრივად. ეს არის ხილი და ბოსტნეული. მოგეხსენებათ, რომ ამ რეგიონში ბევრი საწარმოა, ეს არის ხილბოსტნეულის წარმოება, რძის წარმოება, მეფრინველეობა, კვერცხის წარმოება, რომელიც გამოდის საქართველოს სხვადასახვა ტერიტორიაზე. თუმცა, კონტროლზეა აყვანილი თვითონ პიროვნებები. როგორც მოგეხსენებათ, ეს დაავადება გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე და არა სხვა ნივთებიდან და სურსათით. ამიტომ გაკონტროლებულია ადამიანები და მათი ნაკადის მოძრაობა.როგორც მძღოლები, ასევე დისტრიბუტორები უნდა იყვნენ ეკიპირებული, აღჭურვილი პირბადით, ხელთათმანით, სადეზინფექციო ხსნარით. მათ გადაადგილებას აკონტროლებს პატრული. ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქედან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, ეს არის თეორიული რისკი, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის. ამიტომ ჩვენ, ექიმები მოვუწოდებთ ყველას, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ საერთოდ, უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები“, - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ მოვიქცეთ, როცა მარკეტიდან სახლში ვბრუნდებით -  ყველა რჩევა ერთად
'ხილი ჩამოყარა და ბოსტნეული დააზიანა'–  ხეოთი დაისეტყვა
რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან
მთავრობის გადაწყვეტილებით კვების ობიექტები  ე.წ მიწოდების სერვისზე გადავლენ
სეს & FAO: საეჭვო ადგილებში კვერცხის და ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავეთ
‘მარნეულიდან და ბოლნისიდან გამოტანილი პროდუქტი უვნებელი და უსაფრთხოა’– ლევან დავითაშვილი
რჩევები ჯანსაღი საახალწლო სუფრისთვის  [R]