FM97.5 / LIVE

რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 28.03.2020
მაშინ როცა სახლში ყოფნა აუცილებელია, რა უნდა გავაკეთოთ წონაში რომ არ მოვიმატოთ და ფორმაც შევინარჩუნოთ.

რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

როგორ მოვახერხოთ სახლში ყოფნის დროს, წონის შევინარჩუნება, რა საკვები უნდა მივიღოთ, ან რა პროდუქტი უნდა შევზღუდოთ. როგორ დავიცვათ თავის ჭარბი წონისგან – რჩევები ექიმ ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელისგან.

„მოსახლეობა ამ ეტაპზე რა თქმა უნდა იმარაგებს ისეთ საკვებ პროდუქტებს, რომელიც არ არის მალფუჭებადი. ვგულისხმობ, მაგალითად, წიწიბურას, ბრინჯს, კარტოფილს, მაკარონს და სხვა ბურღულეულს, რომელთა ჭარბი რაოდენობით მიღება რა თქმა უნდა ხელშემწყობი ფაქტორია წონის მატებისთვის. წონის მატების რისკს ამ ეტაპზე, ასევე ზრდის ფიზიკური აქტივობის შემცირებაც, რაც თავისთავად მოსალოდნელია როცა ძირითადად სახლში ვართ და არ გვიწევს თუნდაც მცირე ხნით ფეხით სიარული. სწორ კვებასთან ერთად ასევე სასურველია სახლში მსუბუქი ვარჯიშების გაკეთება და ფიზიკური აქტივობის შეძლებისდაგვარად გაზრდა, რათა საკვებით მიღებული კალორიების დახარჯვა შესაძლებელი იყოს,” - ამბობს თამარ ჩადუნელი.

როგორც ენდოკრინოლოგი აღნიშნავს რაციონში უნდა გავზარდოთ ბოსტნეული, რაც ორგანიზმს ვიტამინების მიღებაში უწყობს ხელს.

„წონის მატების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია რაციონი დავტვირთოთ ბოსტნეულით. ცოცხალი ბოსტნეული არის მდიდარი სხვადასხვა ვიტამინებით და მინერალებით, რომელიც აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. ამ ეტაპზე კი ვირუსული ინფექციის თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნურ სისტემას. ვურჩევდი რაციონში ბოსტნეულის სალათებისა და წვნიანი კერძების ჩართვას და ასევე ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების მიღებას,”– გვითხრა თამარ ჩადუნელმა.

ენდოკრინოლოგის თქმით სასურველია დღეში 3-4 ჯერ საკვების მიღება, ასევე უნდა დავლიოთ საკმარისი რაოდენობით წყალი და შევამციროთ ტკბილეული, ცხიმიანი და მარილიანი საკვები.

„ამ ეტაპზე სწორი კვების რეკომენდაციების გათვალისწინებას ჩვენი ჯანმრთელობისთვის მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არასწორია როცა დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იღებენ საკვებს. რეკომენდირებულია რაციონში შევამციროთ შაქარი და მისი შემცველი პროდუქტები. შაქრის შემცველი პროდუქტებია: შოკოლადი, ნამცხვარი, ფუნთუშა, ნაყინი, ხალვა, ტკბილი გაზიანი სასმელები და სხვა. ასევე უმჯობესია შევამციროთ გამოყენება ცხოველური ცხიმების (ქონი, სალა, ერბო, სპრედი კარაქი, მარგარინი) და მათ ნაცვლად გამოვიყენოთ მცენარეული ცხიმი (ზეთი), კარაქი უნდა მივირთვათ მხოლოდ ნაღების. კვებითი რეკომენდაციები მათთვის ვინც ატარებს მაღალ არტერიულ წნევას, ასევე გულისხმობს სუფრის მარილის გამოყენების შემცირებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს 5გრ სუფრის მარილის მიღებას დღის განმავლობაში,", – განაცხადა თამარ ჩადუნელმა.

თამარ ჩადუნელისგან სწორი კვების ერთი დღის რაციონი.

საუზმე:

საუზმე აუცილებლად უნდა შეიცავდეს პურს ან ბურღულეულს. მაგალითად პური 1-2 ნაჭერი ან რამდენიმე კოვზი მოხარშული წიწიბურა, ან ჰერკულესი. ასევე, უნდა მივირთვათ ბოსტნეულის სალათი ან მოხარშული კვერცხი, ან რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, მაწონი და სხვა). სურვილისამებრ ჩაი ან ყავა.

სადილი:

სადილზე შეიძლება მივირთვათ წვნიანი კერძები, როგორიცაა მაგალითად: სუპი, ბორში, გუფთა, მაწვნის სუპი, სოკოს სუპი და სხვა. ასევე შესაძლებელია არჩევანი გავაკეთოთ ბოსტნეულის სალათებზე, ფხალეულზე. სადილზე ასევე უნდა მივირთვათ 1-2 ნაჭერი პური.

ვახშამი:

ვახშმად შესაძლებელია არჩევანი გავაკეთოთ იგივე პროდუქტებიდან რაც რეკომენდირებულია სადილზე, მაგრამ სასურველი იქნება თუ დღის მეორე ნახევარში, საღამოს, რაციონიდან ამოვიღებთ პურს და ბურღულეულს.

მიიღეთ ხილი.

მსგავსი ტიპის კვება, არამარტო არსებული წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, თქვენი ჯანმრთელობისთვისაც არის სასარგებლო.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეზღუდული რაციონი - ახალციხის ბაღებში ყველა საკვები პროდუქტი არ აქვთ
ექიმი გვირჩევს: ჯანსაღი კვება [Video]
როგორ დავამუშაოთ ხილ-ბოსტნეული - რჩევები
ექიმი გვირჩევს: შაქრიანი დიაბეტი [Video]
სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება
7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა – სეს
მეურნე: რატომ უნდა მივირთვათ თაფლი [Video]