FM97.5 / LIVE

ახალციხელი მუსიკოსი საბერძნეთიდან დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს

მთავარისიახლე 27.03.2020
ახალციხელი მანუჩარ მაისურაძე, იგივე საბა საფარელი საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. მუსიკოსი სამ მეგობართან ერთად, ათენში საქველმოქმედო კონცერტის გასამართად იყო წასული.

ახალციხელი მუსიკოსი საბერძნეთიდან დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს

ინფორმაციას „ბათუმელები“ აქვეყნებს.

გამოცემა მანუჩარ მაისურაძეს ინტერნეტით დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთი ათენი-ქუთაისის ავირეისზე 21 მარტისთვის ჰქონდათ შეძენილი, თუმცა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ფრენები გააუქმა, ბილეთის საფასური კი ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

„ჩვენ ვართ მოხეტიალე მუსიკოსები და ხშირად ვმართავთ კონცერტებს. ორი კვირაა რაც საბერძნეთში ვიმყოფებით, საქველმოქმედო ორგანიზაციამ მოგვიწვია და პატარა გოგონას შევუგროვეთ თანხა. ფული არ გვაქვს და ბილეთის შეძენა არ შეგვიძლია. მეგობრის დეიდასთან ვართ ამჟამად, რომელსაც რამდენიმე დღით უნდა ემასპინძლა ჩვენთვის, თუმცა ახლა ეს მასპინძლობა გაგრძელდა და, ბუნებრივია, გვინდა, რომ სამშობლოში დავბრუნდეთ. ეს ჩვენთვის სერიოზული განსაცდელია, რადგან ვერც დაბრუნებას ვახერხებთ და არც საკონსულო გვეხმარება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მანუჩარ მაისურაძე.

„ბათუმელებს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, საბერძნეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა, სპეცრეისზე მოხვედრისთვის საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

რაც შეეხება ბილეთის საფასურს, სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ბილეთის საფასური თვითონ უნდა გადაიხადონ. „სამ ახალგაზრდას რომ დავეხმაროთ ბილეთის ფულით, სხვა ადამიანებს რა ვუყოთ, ვინც შიძლება თქვას, რომ ბილეთის ფული არ აქვს? ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ დაჯავშნილი ბილეთების საფასურს ან უკან უბრუნებს მგზავრს, ან უხანგრძლივებს ბილეთის ვადის მოქმედებას, ან სთავაზობს შემდგომ რეისს“, – განაცხადეს სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეში’ შესასვლელი ბილეთის ფასი გაიზარდა
‘ახალციხის ციხეში’ ბილეთის ფასმა  მოიმატა
მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა
როგორია ფრენის განრიგი უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის
ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის განრიგი
საბერძნეთში ახალციხელი მოცეკვავე დაშავდა
ვარძია და სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი გაიხსნა